მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა ქალაქ
მარნეულში, მაღალაშვილის ხიდის დაბლა, რკინიგზაზე გადასასვლელთან
ახალი ჯიხურის მოწყობას გეგმავს.
მარნეულის მერიამ გამარტივებული შესყიდვის ფარგლებში ხელშეკრულება
ელვირ მამედოვთან გააფორმა.
„მოგახსენებთ, რომ ქ.მარნეულში სატრანსპორტო საშუალებების
ორგანიზებულად და შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, მარნეულის
მუნციპალიტეტის მიერ მაღალაშვილის ხიდის მიმდებარედ რკინიგზაზე მოეწყო
დამატებითი გადასასვლელი, რისთვისაც მარეგულირებელი პერსონალისთვის
საჭიროა მარტივი ტიპის მეტალოპლასტმასის ტიპის ჯიხური“.
- აღნიშნულია გამარტივებული შესყიდვის მოხსენებით ბარათში
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ჯიხურის მოწყობაში ელვირ მამედოვს 5
796 ლარს გადაუხდის.
მარნეულში მაღალაშვილის ხიდის დაბლა რკინიგზაზე გადასასვლელი 2023
წელს მოეწყო. რკინიგზაზე გადასასვლელის მოწყობა მაღალაშვილის ხიდის
რეაბილიტაციის გამო გახდა საჭირო, ვინაიდან ხიდზე გადაადგილება
რამდენიმე თვის განმავლობაში შეზღუდული იყო.
ხიდზე საავტომობილო მოძრაობის აღდგენის მიუხედავად, ხიდის დაბლა
ლიანდაგზე საავტომობილო გადასასვლელი კვლავ ფუნქციონირებს.
ფოტო: მარნეულის მერია
რადიო „მარნეული“