დღეს, 19 თებერვალს სოფლების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სოფელ
ქურთლიარსა და ბაიდარში მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა.
მოსახლეობის მობილიზების პროცესში მონაწილეობას იღებდა სოფელში მერის
წარმომადგენელი. მონაწილეთა უმრავლესობა მამაკაცები იყვნენ,
მოგვიანებით სკოლის მასწავლებლებსაც მოუწოდეს პროცესში
ჩართვისაკენ.
შეხვედრის დაწყებამდე მერიის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის
სამსახურის უფროსმა აგილ ამირჯანოვმა მოსახლეობას სოფლის მხარდაჭერის
პროგრამით დასაფინანსებელი პროექტების სია წარუდგინა და ამ
ჩამონათვალის საფუძველზე მოსახლეობამ მათთვის პრიორიტეტული საკითხი
შეარჩია.
შეხვედრის ლეგიტიმურებისთვის საჭირო ხელმოწერები ორივე სოფელში
შეგროვდა.
როგორც გასულ წელს, წელსაც სოფელ ბაიდარის მოსახლეობამ იგივე
პრობლემის მოგვარება მოითხოვა. მოსახლეობა სოფლისთვის გამოყოფილი 16
000 ლარით ქუჩის განათების დამონტაჟებას ითხოვს.
ქუთლიარში გამოყოფილი თანხა 20 000 ლარს შეადგენს და მოსახლეობამ ამ
თანხის გამოყენება სოფლის სასაფლაოს შემოსაღობად გადაწყვიტა.
პრიორიტეტების შესარჩევად მოსახლეობასთან შეხვედრები 10-დან 21
თებერვლამდე პერიოდში გაიმართება. მერიაში შექმნილი სამი სამუშაო
ჯგუფი მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს.
საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან
მარნეულისთვის 1 232 000 ლარია გამოყოფილი. თანხა დაყოფილი იყო
სოფლებში მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით. თითოეული სოფლისთვის
მინიმალური თანხაა 10 000, მაქსიმალური კი 20 000 ლარია.