1 431 737 ლარად აშენებულ საიმერლოს სარიტუალო დარბაზში გათბობის მოწყობა 60 000 ლარად იგეგმება
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა სოფელ საიმერლოში 1 431 737 ლარად აშენებულ სარიტუალო შენობაში ცენტრალური გათბობის სისტემის დამონტაჟებას 60 000 ლარად გეგმავს.

მარნეულის მერიამ მუნიციპალიტეტის 3 სოფელში არსებულ შენობებში ცენტრალური გათბობის სისტემის მოწყობის სამუშაოებისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვისათვის 11 200 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო წინადადების მიხედვით, ცენტრალური გათბობა დამონტაჟდება სოფელ საიმერლოში მრავალფუნქციურ შენობაში, სოფელ წერეთლის ადმნისტრაციული
ერთეულის შენობაში და სოფელ ხოჯორნის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში.

ტენდერის ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, სოფლებში განსაოხრციელებელი სამუშაოების საორიენტაციო ღირებულება ასე გამოიყურება:
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საიმერლოში მრავალფუნქციურ შენობაში ახალი ცენტრალური გათბობის სისტემის მოწყობა (საქვაბე შენობის მშენებლობის გათვალისწინებით) – 60 000 ლარი
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი წერეთელის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში ახალი ცენტრალური გათბობის სისტემის მოწყობა (საქვაბე შენობის მშენებლობის გათვალისწინებით) – 50 000 ლარი
მარნეულის მუნციპალიტეტის სოფელი ხოჯორნის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში ახალი ცენტრალური გათბობის სისტემის მოწყობა (საქვაბე შენობის მშენებლობის გათვალისწინებით) – 50 000 ლარი

აღსანიშნავია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საიმერლოში სარიტუალო დარბაზის მშენებლობა 2024 წლის დასაწყისში დასრულდა. მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ შპს „გიკო“-ს 1 301 599 ლარისა და 81 თეთრის ღირებულების ხელშეკრულება 2022 წლის 12 ოქტომბერს გაუფორმა. 2023 წლის 10 მარტს ხელშეკრულებაში ცვლილებები შევიდა და მერიამ კომპანიას შენობის აშენებისათვის დამატებითი თანხა გამოუყო - შეცვლილი ხელშეკრულებით შპს „გიკო“-მ სამუშაოები 1 431 737 ლარად და 81 თეთრად შეასრულა.

მიუხედავად იმისა, რომ საიმერლოს სარიტუალო დარბაზის მშენებლობა უკვე ერთი წელია დასრულდა, დარბაზი კვლავ უფუნქციოა.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები