მარნეულის სამი სოფლის შენობაში ცენტრალური გათბობის მოწყობის პროექტირების ტენდერი არ შედგა
სოფელ საიმერლოში სარიტუალო დარბაზსა და სოფელ წერეთლისა და ხოჯორნის ადმინისტრაციულ შენობებში ცენტრალური გათბობის სისტემების დამონტაჟებისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციების შედგენისათვის გამოცხადებული ტენდერი არ შედგა.

მარნეულის მერიამ სამ სოფელში არსებულ შენობებში ცენტრალური გათბობის სისტემის მოწყობისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისათვის 11 200 ლარის ღირებულების ტენდერი 27 თებერვალს გამოაცხადა. ტენდერში მონაწილეობის მიღება კომპანიებს 7-დან 10 მარტამდე პერიოდში შეეძლოთ, მაგრამ მასში მონაწილეობა
არც ერთმა კომპანიამ მიიღო, რის გამოც ტენდერი არ შემდგარად გამოცხადდა.

სატენდერო წინადადების მიხედვით, სოფელ საიმერლოში სარიტუალო დარბაზში ცენტრალური გათბობის დამონტაჟების სავარაუდო ღირებულება 60 000 ლარია, სოფელ წერეთლის ადმინისტრაციულ შენობაში ცენტრალური გათბობის სისტემის მოწყობის სავარაუდო ღირებულება 50 000 ლარია, ხოლო სოფელ ხოჯორნის ადმინისტრაციულ შენობაში გათბობის სიტემის მოწყობაც, სავარაუდოდ, 50 000 ლარი დაჯდება.

რადიო „მარნეული“



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები