საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემების
მიხედვით, 2024 წლის მდგომარეობით,
საქართველოს მასშტაბით 8 334 ვიდეოკამერეაა განთავსებული. სტატისტიკის
მიხედვით, ყველაზე მეტი, 3 039 ვიდეო ვიდეოკამერა თბილისშია
განთვასებული, შემდეგ მოდის ქვემო ქართლი 1 048 კამერით,
სამეგრელო-ზემო სვანეთი 813 კამერით, იმერეთი 702 კამერით,
სამცხე-ჯავახეთი 600 კამერით, აჭარა 569 კამერით, კახეთი 514 კამერით,
გურია 342 კამერით, შიდა ქართლი 336 კამერით, მცხეთა-მთიანეთი
313
კამერით და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი 58 კამერით.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს მასშტაბით განთავსებული
8 334 ვიდეოკამერიდან 5 905 ზოგადი ხედვის, ხოლო 2 429 ნორმის
ამომცნობი კამერაა.
საქართველოს რეგიონებს შორის ყველაზე მეტი ვიდეოკამერა ქვემო ქართლშია
დამონტაჟებული. შსს-ს მიერ ქვემო ქართლში დამონტაჟებული 1 048
კამერიდან 700 ზოგადი ხედვის კამერაა, ხოლო 348 ნომრის ამომცნობი.
რადიო „მარნეული“