მარნეულის მერია 500 სანაგვე ურნას ყიდულობს.
კონტეინერები ააიპ „სუფთა მარნეულს“ გადაეცემა. სწორედ აღნიშნული
კომპანია უზრუნველყოფს ურნების გადანაწილებას. როგორც ჩვენთან
საუბარში „სუფთა მარნეულის“ დირექტორი, ლერი მუმლაძე ამბობს, ქალაქში
200- მდე ურნაა გაფუჭებული, რომელიც ძირითადად სამშენებლო მასალით და
დაწვით არის დაზიანებული. მუმლაძის თქმით , ქალაქის გარდა ახალ
კონტეინერებს უმეტესად სოფლების მიმართულებით დადგამენ.
„უნდა შეიცვალოს ის ნაგვის ურნები, რომელიც აღარ
ექვემდებარება შეკეთებას. ასევე ცოტა რაოდენობით სადაც გვიდგას, მანდ
ჩავამატებთ. მაგალითად კასუმლოს მხარეს არ გვაქვს ბევრი, იქ უნდა
მივიტანოთ და რამდენიმე ლოკაციაა. ძირითადად სოფლის მიმართულებებზე.
რაც შეეხება ქალაქს , დაახლოებით ერთი 200 ურნაა გამოსაცვლელი. ურნები
სამშენებლო ნაგვებით ფუჭდება, დეფორმაციას იღებს, ძირი ძვრება. ზოგი
მიდის და დამწვარ ნაცარს ყრის და იწვება, დაახლოებით 100 ურნაა
დამწვარი. ამას ჯარიმები თუ გამოასწორებს , სხვა
არაფერი“ - ამბობს ლერი მუმლაძე.
500 ერთეული სანაგვე ურნის შეძენას მარნეულის მერია 325 000 ლარად
გეგმავს. პლასტმასის ნაგავშემკრები კონტეინერების შესყიდვის ტენდერი
მუნიციპალიტეტმა 26 თებერვალს გამოახადა.
სანაგვე ურნების ტენდერში მონაწილეობა მსურველ კომპანიებს 14-17
მარტის პერიოდში შეეძლებათ. გამარჯვებული ვალდებული იქნება მერიას
კონტეინერები ხელშეკრულების გაფორმებიდან 100 კალენდარულ დღეში
მიაწოდოს.