ქვემო ქართლი – ერთადერთი რეგიონი, სადაც ქალთა მიმართ ძალადობის ყველა სახე დაფიქსირდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 2024 წლის განმავლობაში საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით 893 შემაკავებელი ორდერი გამოიცა. შემაკავებელი ორდერების უმრავლესობა, 483 ორდერი, თბილისში გამოიცა, ხოლო ქვემო ქართლში 65 ორდერი.

ქვემო ქართლი ერთადერთი რეგიონია საქართველოში, სადაც 2024 წელს ქალთა მიმართ ძალადობის სახეების ყველა შემთხვავა დაფიქსირდა. შსს-ს მიერ გამოქვეყნებულ ქალთა მიმართ ძალადობის სახეების სტატიტსიკაში მოყვანილია ფიზიკური, ფსიქოლოგიური,
ეკონომიკური, სექსუალური ძალადობისა და იძულებისა და უგულებელყოფის შემთხვევები.

შსს-ს სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის ყველაზე მეტად გავრცელებული ფორმა ფსიქოლოგიური ძალადობაა 836 გამოვლენილი შემთხვევით. გასულ წესლ შსს-მ გამოავლინა ფიზიკური ძალადობის 175, სექსუალური ძალადობის 45, იძულების 29, ეკონომიკური ძალადობის 6 და უგულებელყოფის 2 შემთხვევა.

ქვემო ქართლში გამოვლენილი ძალადობის შემთხვევებიდან 61 ფსიქოლოგიური ძალადობა იყო, 11 ფიზიკური ძალადობა, 6 იძულების შემთხვევა, 3 სექსუალური ძალადობა, 1 ეკონომიკური ძალადობა და 1 უგულებელყოფა.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები