მარნეულის ბაღებსა და სკოლებში სწავლა 17 მარტს განახლდება
მარნეულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებსა და ბაღებში სასწავლო პროცესი 17 მარტს განახლდება.

საგანმანათლებლო დაწესებულებები ერთი კვირის განმავლობაში, საგაზაფხულო არდადეგების ფარგლებში ისვენებდნენ.

სასწავლო პროცესი
განახლდება სკოლამდელი მზაობის ცენტრებშიც, რომელიც მარნეულის მასშტაბით 30-მდეა და სასკოლო ბაზებზე ფუნქციონირებს.

მარნეულის მასშტაბით სულ 74 საჯარო სკოლაა, საბავშვო ბაღების რაოდენობა კი 14.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები