მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულზე
საცირკო სანახაობისთვის 3 500 ლარს გადაიხდის.
მომსახურებას ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „გეოპროფი“ გასწევს.
აღნიშნულ თანხაში იგეგმება ცეცხლოვანი შოუს, საცირკო სანახაობის და
ილუზიონისტების პეფორმანსის მოწყობა.
- ცეცხლოვანი შოუ,(ხანგრძლივობა 10წთ),
- აკრობატები - სხვადასხვა საცირკო სანახაობა (ხანგრძლივობა
10წთ)
- ილუზიონისტი 20 წთიანი პერფორმანსით. (დეტალები
შემსყიდველთან შეთანხმებით)
ნოვრუზ ბაირამის აღსანიშნავად მარნეულის მერიას 226 562 ლარიანი
ტენდერი ჰქონდა გამოცხადებული, სადაც მონაწილეობა
ხუთმა პრეტენდენტმა
მიიღო.
ბაირამის საზეიმო დღესასწაულთან დაკავშირებული ღონისძიების ორგანიზება
სურდა: შპს სთორი + -ს, შპს ჯითი ჰოლდინგს, შპს მიქს-სტუდიოს, შპს
ჯეოვოისს და შპს გეოპროფს. ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის
შემთავაზებელმა კომპანიამ, შპს “გეოპროფმა” გაიმარჯვა, რომელთანაც
ხელშეკრულება ადგილობრივმა თვითმმართველობა უკვე გააფორმა.
აღნიშნული კომპანია ნოვრუზ-ბაირამის ღონისძიების გამართვას 156 450
ლარად უზრუნველყოფს.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, დღესასწაულისათვის იგეგმება
წამყვანების დაქირავება, მსახიობების დაქირავება, გასართობი სივრცის
უზრუნველყოფა, მუსიკალური ჯგუფების დაქირავება, გაზაფხულის გოგონას
მსვლელობის მუსიკოსების დაქირავება, საცირკო სანახაობის მომსახურების
დაქირავება, კულინარიული ნაწარმის შესყიდვა , მსახიობების და
მუსიკოსების ფორმების დაქირავება, ბაჰარ გზ-ს ფორმის დაქირავება,
ტრადიციული კოცონის ასანთები შეშა , სცენაზე (ქოსა და ქეჩალი) პიესის
შესასრულებლად საჭირო დეკორაციების შესყიდვა და სხვა.
გარეკანის ფოტო: რადიო მარნეულის არქივი