საიმერლოში გზის პირას ნაძვები, სავარაუდოდ, უკანონოდ მოჭრეს
მარნეული-სადახლოს დამაკავშირებელ გზაზე, სოფელ საიმერლოსთან, ნაძვები, სავარაუდოდ, უკანონოდ მოჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, ხეები  13 მარტს, გვიან ღამე მოჭრეს.



დეტალების გასარკვევად, რადიო „მარნეული“ დაუკავშირდა შპს „სუფთა მარნეულს“. კომპანია, რომელიც მუნიციპალიტეტში დასუფთავების მიმართულებით მუშაობს, პერიოდულად გეგმიურად აწარმოებს ხეების გადაბელვით სამუშოებს.

როგორც კომპანიის ხელმძღვანელმა, ლერი მუმლაძემ რადიო მარნეულს განუცხადა, ისინი არანაირ კავშირში არ არიან მარნეული-სადახლოს გზაზვე ხეების მოჭრის ფაქტთან. მისივე თქმით,
მომხდარის შესახებ ინფორმაციას ფლობენ და საკითხი შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი. 

ადგილი, სადაც ხეებია მოჭრილი, გზების დეპარტამენტს ეკუთვნის. როგორც უწყებაში გვითხრეს, ისინი ხეებს მხოლოდ აუცილებელი საჭიროების შემთხევაში, სატყეო სააგენტოსთან შეთანხმებით ჭრიან. მაშინ, როდესაც ახალი გზის გაყვანის ან გზის გაფართოების სამუშაოები მიმდინარეობს.

რადიო მარნეულის ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე მსგავსი სამუშაოები არ ხორციელდება.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები