მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჟბადინში შიდა გზების
მოასფალტება იგეგმება.
რეაბილიტაციის სამუშაოების შესადგენი პროექტისათვის 118 000 ლარიანი
ტენდერი 17 მარტს გამოცხადდა. თანხის 100% ადგილობრივი ბიუჯეტით
ფინანსდება.
სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემული ინფორმაციით, ლეჟბადინში
შესასრულებელი სამუშაოები 6 ძირითად მიმართულებას მოიცავს. მათ შორის
ტროტუარის და გარე განათების მოწყობას.
- რკინა ბეტონის საფარის მოწყობა (სავარაუდოდ ფართი 25 000
მ2)
- სანიაღვრე სისტემების მოწყობა
- ტროტუარის მოწყობა
- გარე განათების მოწყობა
- სასმელი წყლის
მილმდენის ქსელის მოწყობა
- ბუნებრივი აირისთვის მიწისქვეშა არხების
მოწყობა
შიდა გზების შესადგენი პროექტის ტენდერში მონაწილეობა მსურველ
კომპანიებს 25-28 მარტის პერიოდში შეეძლებათ. გამარჯვებული ვალდებული
იქნება, მუნიციპალიტეტს პროექტი ხელშეკრულების გაფორმებიდან 45
კალენდარულ დღეში წარუდგინოს.
სწორედ პროექტის შედგენაზე იქნება დამოკიდებული მომდევნო ტენდერი,
რომელსაც მარნეულის მერია სამუშაოების განსახორციელებლად
გამოაცხადებს.
გარეკანის ფოტო: რადიო მარნეულის
არქივი