20 მარტს 08:00 საათიდან მარნეულში რუსთაველის ქუჩის ნაწილი გადაიკეტება
მარნეულის მერიის განცხადებით, ნოვრუზ ბაირამის ღონისძიების სამზადისის გამო, 20 მარტს 08:00 საათიდან 22 მარტის 02:00 საათამდე, მარნეულის მერიის მიმდებარედ რუსთაველის ქუჩა დროებით გადაიკეტება.

“მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის და გილოცავთ ნოვრუზ ბაირამს!” - წერს მერია.

მარნეულში ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული 21 მარტს გაიმართება. ღონისძიება 11:00 საათზე, სხვადასხვა აქტივობებით დაიწყება. მარნეულის მერიის მიერ გამოქვეყნებული ფეისბუქ პოსტის
მიხედვით პროგრამის განრიგი ასეთია:

11:00-13:45 სთ.
• თეატრალიზებული მსვლელობა
• ტრადიციული კოცონის ანთება
• ეთნოკუთხე
• სპორტული აქტივობები
• საბავშვო გასართობი ზონა
• ფოტო ზონა & გიფერი
• ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა
• წითელი ჯვრის და მარნეულის კულტურის ცენტრის „სამხატვრო სტუდიის“ ერთობლივი გამოფენა.


13:45-17:40 სთ.
კონცერტი
• კულტურის ცენტრის მომღერლები და გუნდები
• არიზ ჰუსეინოვი
• ჯგუფი “ქუჩის ბიჭები”
• ხათირა ისლამი – მოწვეული მომღერალი აზერბაიჯანიდან
• DJ & ფოიერვერკი


ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მარნეულში 156 450 ლარად გაიმართება. ღონისძიებას ორგანიზებას ტენდერში გამარჯვებული კომპანია, შპს „გეოპროფი“ გაუწევს.

გარეკანის ფოტო:  რადიო "მარნეულის" არქივი
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები