მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფუძნებულმა ა(ა)იპ „სუფთა
მარნეულმა“ მარნეულის ტერიტორიაზე
არსებული გარე განათების ქსელის ექსპლოატაციისათვის საჭირო მასალები
115 000 ლარად შეისყიდა.
მუნიციპალურ კომპანიას გარე განათების ქსელის ექსპლოატაციისათვის
საჭირო მასალების შესყიდვისათვის 199 990 ლარის ღირებულების ტენდერი
ჰქონდა გამოცხადებული, რომელშიც მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ
შპს „თორნიკემ“ მიიღო.
შპს „თორნიკემ“ ა(ა)იპ „სუფთა მარნეულს“ ელექტრონული ნათურების,
ელექტრო ენერგიის გამანაწილებლებისა და საკონტროლო
აპარატურის,
იზოლირებული მავთულისა და კაბელების და ელექტრო მოწყობილობების
მიწოდება 115 000 ლარად შესთავაზა და ტენდერში გამარჯვებაც
მოიპოვა.
ხელშეკრულების მიხედვით, შპს „თორნიკე“ ვალდებულია „სუფთა მარნეულს“
გარე განათების ქსელისათვის საჭირო მასალები 2025 წლის 30 ივნისამდე
მიაწოდოს.