ქვემო ქართლში საშუალო თვიური ანაზღაურება 1 868 ლარია - საქსტატი
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვისური ნომინალური ხელფასის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2024 წლის IV კვარტალში, ქვემო ქართლში საშუალო ხელფასი 1 868 ლარი და 90 თეთრია.

სტატისტიკის სამსახურის მონაცემების მიხედვით, ქვემო ქართლი საქართველოში საშუალო ხელფასის სიდიდით მესამე რეგიონია, მას უსწრებს ქალაქი თბილისი და მცხეთა-მთიანეთი.

გთავაზობთ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ, საშუალო თვიური ხელფასის ოდენობას
რეგიონების მიხედვით:
ქალაქი თბილისი - 2 583 ლარი
მცხეთა-მთიანეთი - 2 086 ლარი და 90 თეთრი
ქვემო ქართლი - 1 868 ლარი და 90 თეთრი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა - 1 824 ლარი და 50 თეთრი
სამეგრელო-ზემო სვანეთი - 1 489 ლარი
სამცხე-ჯავახეთი - 1 453 ლარი და 70 თეთრი
შიდა ქართლი - 1 442 ლარი და 60 თეთრი
იმერეთი - 1 441 ლარი და 60 თეთრი
კახეთი - 1 441 ლარი და 10 თეთრი
გურია - 1 303 ლარი და 90 თეთრი
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1 060 ლარი და 20 თეთრი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, საქართველოს მასშტაბით საშუალო თვიური ანაზღაურება, 2024 წლის IV კვარტალის მონაცემებით, 2 217 ლარი და 50 თეთრია.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები