„ძლიერი საქართველოს“ მარნეულის შტაბ-ბინაში ნოვრუზთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა (ფოტო/ვიდეო)
16:05 / 20.03.2025
დღეს, 20 მარტს, „ძლიერი საქართველოს“ მარნეულის შტაბ-ბინაში ნოვრუზ
ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებას პარტიის ლიდერები, მარნეულის შტაბის წევრები და მოწვეული
სტუმრები ესწრებოდნენ.
ღონისძიება შესავალი სიტყვით გახსნა აგილ მუსტაფაევმა, სტუმრებს
მიესალმა და ნოვრუზის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით,
ყოველწლიურად აზერბაიჯანელები ამ დღესასწაულს ენთუზიაზმით
აღნიშნავენ.
შემდეგ "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ
ისაუბრა. სიტყვით გამოსვლისას მან აზერბაიჯანელებს გაზაფხულის დადგომა
მიულოცა.
სიტყვით გამოსვლისას ჯაფარიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ
პარტიის ერთ-ერთი გეგმა ნოვრუზის სახელმწიფო დღესასწაულად
გამოცხადება. იმედოვნებს, რომ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ამ
საკითხზე იმუშავებენ და ნოვრუზ ბაირამი სახელმწიფო დღესასწაულად
მიიღებენ.
დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე პარტიის ლიდერებმა და
მოქალაქეებმა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზეც ისაუბრეს.
Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/marneulifm.ge/public_html/templates/default/html/com_content/article/default.php on line 166