„ქართული ოცნების“ პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი, მარნეულში ნოვრუზ
ბაირამის დღესასწაულზე სიტყვით გამოვიდა.
დამსწრეებს დღესასწაული მიულოცა და მხარში დგომას დაჰირდა
„გილოცავთ ნოვრუზ ბაირამს, ამ შესანიშნავ დღესასწაულს.
მივუილოცავ ყველა იმ მოქალაქეს, რომელიც დღეს აღნიშნავს გაზაფხულის
ბუნიობას. ამ მართლაც ძველ სახალხო დღესასწაულს. მე მიხარია, რომ
ვცხოვრობ ქვეყანაში, სადაც მრავალფეროვნება, ეს დღესასწაულები არის
ძალიან მნიშვნელოვანი
და უხარია ყველას. საუკუნეებია ჩვენ ერთად
მოვდივართ და ეს ურთიერთპატივისცემა უფროდაუფრო შესანიშნავი გახდება
დღევანდელ დღესასწაულთან ერთად. როგორც მოგეხსენებათ დღევანდელი დღე
არის ახალი ენერგიის, ახალი წლის ახალი სიცოცხლის დაწყების დღე, რომ
ყველა ჩვენთაგანი კიდევ უფრო ენერგიულად, სიცოცხლით სავსე ვიყოთ
ერთმანეთის მიმართ პატივისცემით, სიყვარულით, სიხარულით და უფრო მეტი
შევძინოთ ჩვენს საყვარელ ქვეყანას, ჩვენს საქართველოს. დარწმუნებული
ვარ, ჩვენი ურთიერთობა კიდევ უფრო მკაფიო და უფრო დიდი გახდება და მე
მაქვს პატივი, როგორც პრეზიდენტს მოგილოცოთ დღევანდელი დღესასწაული და
დაგპირდეთ, რომ ყველა თქვენთაგანის მხარში ვიდგები ჩვენი ქვეყნის
გასაძლიერებლად და ჩვენი ოჯახები უნდა იყვნენ უფრო ძლიერები, რადგან
ჩვენი ქვეყანა უნდა გახდეს ყველაზე ძლიერი და ლამაზი ქვეყანა. კიდევ
ერთხელ გილოცავთ და გისურვებთ წარმატებებს. „ -თქვა
ყაველაშვილმა
"ქართული ოცნების" წარმომადგენლები მარნეულში ნოვრუზ ბაირამის
დღესასწაულს ესწრებიან. მათ შორის მუნიციპალიტეტს ესტუმრა “ქართული
ოცნების” პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი და სხვა წარმომადგენლები.
ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მარნეულში 156 450 ლარად იმართება.
დღის განმავლობაში დაგეგმილია:
• თეატრალიზებული მსვლელობა
• ტრადიციული კოცონის ანთება
• ეთნოკუთხე
• სპორტული აქტივობები
• საბავშვო გასართობი ზონა
• ფოტო ზონა & გიფერი
• ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა
• წითელი ჯვრის და მარნეულის კულტურის ცენტრის „სამხატვრო სტუდიის“
ერთობლივი გამოფენა.
• კულტურის ცენტრის მომღერლები და გუნდები
• არიზ ჰუსეინოვი
• ჯგუფი “ქუჩის ბიჭები”
• ხათირა ისლამი – მოწვეული მომღერალი აზერბაიჯანიდან
• DJ & ფოიერვერკი