მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარისის სპორტულ ცენტრში, თენგიზ
ნავერიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი,
ტრადიციული, გუნდური საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ქართულ
ჭიდაობაში გაიმარება.
შეჯიბრში მონაწილეობა 2010-2011 წლებში დაბადებულ სპორტსმენებს
შეეძლებათ. სფორტული სკოლის ინფორმაციით, ტურნირი 29-30 მარტს, 11:00
საათზე ჩატარდება.
“ სოფელ თამარისის სპორტულ დარბაზში, მარნეულის
მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის და საქართველოს ქართული ჭიდაობის
ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, გაიმართება ქვემო ქართლში ძიუდოს
ერთ-ერთი დამაარსებლის და ჩოხიანი
ჭიდაობის დამფუძნებლის, საქართველოს
დამსახურებული მწვრთნელის და სპორტის დამსახურებული ოსტატის,
მარნეულის სპორტული სკოლის ფუძემდებლის, თენგიზ ნავერიანის
ხსოვნისადმი მიძღვნილი ტრადიციული გუნდური საქართველოს ეროვნული
ჩემპიონატი ქართულ ჭიდაობაში.” - განმარტავენ მარნეულის
სპორტულ სკოლაში.
ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებისა
და მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი სპორტსმენები.
ტურნირის საპრიზო ფონდი შეადგენს 18 000 ლარს.
- I ადგილი- 8 000 ლარი
- II ადგილი- 6 000 ლარი
- III ადგილი- 4 000 ლარი
აღსანიშნავია, რომ ქართული ჭიდაობა, იუნესკოს მიერ აღიარებულია
მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად.