თამარისში თენგიზ ნავერიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ჩემპიონატი გაიმართება
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარისის სპორტულ ცენტრში, თენგიზ ნავერიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი, ტრადიციული, გუნდური საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ქართულ ჭიდაობაში გაიმარება.
შეჯიბრში მონაწილეობა 2010-2011 წლებში დაბადებულ სპორტსმენებს შეეძლებათ. სფორტული სკოლის ინფორმაციით, ტურნირი 29-30 მარტს, 11:00 საათზე ჩატარდება.

“ სოფელ თამარისის სპორტულ დარბაზში, მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის და საქართველოს ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, გაიმართება ქვემო ქართლში ძიუდოს ერთ-ერთი დამაარსებლის და ჩოხიანი
ჭიდაობის დამფუძნებლის, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის და სპორტის დამსახურებული ოსტატის, მარნეულის სპორტული სკოლის ფუძემდებლის, თენგიზ ნავერიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტრადიციული გუნდური საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ქართულ ჭიდაობაში.”
- განმარტავენ მარნეულის სპორტულ სკოლაში.

ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი სპორტსმენები.

ტურნირის საპრიზო ფონდი შეადგენს 18 000 ლარს.

  • I ადგილი- 8 000 ლარი
  • II ადგილი- 6 000 ლარი
  • III ადგილი- 4 000 ლარი
აღსანიშნავია, რომ ქართული ჭიდაობა, იუნესკოს მიერ აღიარებულია მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები