მარნეულის ავტოპარკი ავტობუსების სათადარიგო ნაწილების შეძენას 194 878 ლარად გეგმავს
მარნეულის მუნიციპალიტეტის ავტობარკი, მის საკუთრებაში არსებული მანქანებისთვის საჭირო სათადარიგო ნაწილების შესყიდვას 194 878 ლარად გეგმავს. შპს „მარნეულის მუნიციპალიტეტის ავტოპარკის“ მიერ გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, კომპანია სამი ფირმის ავტობუსებისათვის საჭირო სათადარიგო ნაწილების შესყიდვას აპირებს.

„შ.პ.ს. „მარნეულის მუნიციპალიტეტის ავტოპარკის“ საკუთრებაში მყოფი ავტობუს ბოგდან A 09201 (E-1)-ის ავტობუს PAZ-ის და ავტობუს ISUZU–ის სათადარიგო ნაწილები“. - აღნიშნულია ელექტრონული ტენდერის აღწერაში

სატენდერო წინადადების მიხედვით,
მასში გამარჯვებულმა კომპანიამ შპს „მარნეულის მუნიციპალიტეტის ავტოპარკს“ 2025 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში, ეტაპობრივად, მოთხოვნის შესაბამისად, უნდა მიაწოდოს სათადარიგო ნაწილები.

ტენდერში მონაწილეობა დაინტერესებულ კომპანიებს 24-დან 27 მარტამდე პერიოდში შეუძლიათ.

შპს „მარნეულის მუნიციპალიტეტის ავტოპარკი“ მარნეულის მერიის ბალანსზე მყოფი კომპანიაა, რომელიც მუნიციპალური საჯარო ტრანსპორტის მუშაობაზეა პასუხისმგებელი.

რადიო „მარნეული“


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები