მარნეულის მერიამ საბეჭდი ქაღალდი 4 170 ლარად იყიდა
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ 600 შეკვრა საბეჭდი ქაღალდი შეიძინა. მარნეულის მერიასა და შპს „პენსან ჯორჯიას“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, მარნეულის მერიამ რუსეთში წარმოებული, პირველი ხარისხის საბეჭდი ქაღალდი შეიძინა.

„ქაღალდი განკუთვნილია ლაზერული პრინტერებისათვის, ჭავლური პრინტერებისათვის, ასლ გადამღები აპარატებისათვის და ორმხრივი ბეჭდვისათვის. შეკვრაში ფურცლების რაოდენობა - 500 ფურცელი“. - აღნიშნულია ქაღალდის შესყიდვისთვის გაფორმებულ ხელშეკრულებაში

მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ 600

შეკვრა A4 ფორმატის საბეჭდი ქაღალდის შესაძენად შპს „პენსან ჯორჯიას“ 4 170 ლარი გადაუხადა.

მარნეულის მერიამ ცალკე, გამარტივებული წესით, გააფორმა ხელშეკრულება ინდივიდუალურ მეწარმე ელვარ მამედოვთან, შეძენილი საბეჭდი ქაღალდის ტრანსპორტირებისთვის. მარნეულის მერიამ ელვარ მამედოვს ქაღალდის თბილისიდან მარნეულამდე ჩამოტანაში 150 ლარი გადაუხადა.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები