მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ქესალოს მოსახლეობის ნაწილი
ხუთ დღეზე მეტა სასმელ წყალს ვერ იღებს.
მარნეულის მერიის მიერ გაფორმებული გამარტივებული შესყიდვის მიხედვით,
სოფელ მეორე ქესალოს ტერიტორიაზე განთავსებული სასმელი წყლის
ჭაბურღილი მწყობრიდანაა გამოსული და დაახლოებით 80 ოჯახს არ მიეწოდება
სასმელი წყალი.
„აღნიშნულთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ სოფელ მეორე
ქესალოს მოსახლეობისათვის სასმელი წყლის მიწოდების დროულად აღდგენის
მიზნით, მიზანშეწონილად მიმაჩნია უზრუნველყოთ, არსებული ჭაბურღილის
წყლის საქაჩი ტუმბოს ახლით ჩანაცვლება“. - აღნიშნულია
გამარტივებული შესყიდვის მოხსენებით ბარათში
მარნეულის მერს სასმელი წყლის ტუმბოს მწყობრიდან გამოსვლის შესახებ,
ოფიციალური წერილით, კაპანახჩის ადმინისტრაციული ერთეული-მერის
წარმომადგენელის დროებითი მოვალეობის შემსრულებელმა ილხამ გუსეინოვმა
7 აპრილს აცნობა.
მარნეულის მერიამ გამარტივბეული წესით შეისყიდა შპს პნ PN-თან დღეს,
11 აპრილს, გააფორმა. მერიასა და კომპანიას შორის გაფორმებული
ხელშეკრულების მიხედვით, მუნიციპალიტეტმა ჭაბურღილის ტუმბო, ტუმბოს
ბლოკი და ელექტრო კაბელი შეისყიდა. მარნეულის მერიამ შპს პნ PN-ს 4
350 ლარი გადაუხადა.
მარნეულის მერიასა და შპს პნ PN-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების
მიხედვით, კომპანიამ სასმელი წყლის ტუმბო 24 აპრილამდე პერიოდში უნდა
შეაკეთოს.
რადიო „მარნეული“