2021-22 წლებში ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციამ 55 610 ლარის დანამატის გაცემისას კანონი არ გაითვალისწინა - აუდიტი
სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მიხედვით, 2021-2022 წლებში ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციიდან სახელფასო დანამატი, კანონის მოთხოვნის უგულებელყოფით, 11-ჯერ გაიცა და საერთო ჯამში 55 610 ლარი შეადგინა.

“2021-2022 წლებში იმერეთის, ქვემო ქართლისა და გურიის ადმინისტრაციებში საჯარო მოხელეებსა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებზე, სახელფასო დანამატები გაიცემოდა თანამდებობის პირების მოხსენებითი ბარათებისა და სახელმწიფო რწმუნებულის მიერ გამოცემული განკარგულებების საფუძველზე, რომელშიც დანამატების გაცემის საფუძვლად
მითითებული იყო კანონმდებლობით გათვალისწინებული ზეგანაკვეთური სამუშაოები;”
- აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებული “სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციების მიერ 2021-2022 წლებში განხორციელებული საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშის” მიხედვით, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში სახელფასო დანამატების გაცემისას, არ იყო გათვალისწინებული „საჯარო სამსახურის შესახებ“ და „საჯაროდაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონების მოთხოვნები, რომელთა თანახმად, მოხელის მიერ ზეგანაკვეთური სამუშაო სრულდება მხოლოდ მოხელის ზემდგომი თანამდებობის პირის წერილობითი დავალების საფუძველზე, ხოლო შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისთვის სახელფასო დანამატის მიცემის უფლებამოსილება უნდა გამომდინარეობდეს ხელშეკრულების პირობებიდან.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები