მარნეულში დედაენის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა მოეწყო (ფოტო)
დღეს, 14 აპრილს, მარნეულში მოქმედ საჯარო კოლეჯ „მარნეულში“ დედაენის დღე აღინიშნა. გამოიფინაზე წარმოდგენილი იყო სტუდენტების მიერ დედაენასთან დაკავშირებით შექმნილი ხელნაკეთი ნივთები და ნახატები. კოლეჯის ხელმძღვანელმა ლამან გარაკოვამ რადიო “მარნეულთან” საუბრისას განაცხადა, რომ მსგავსი სახის ღონისძიებები კოლეჯში ყოველწლიურად ტარდება.

"ჩვენი კოლეჯის სტუდენტებმა მოამზადეს პატარა ღონისძიება ამ დღისთვის. ჩვენს კოლეჯში ყოველთვის იმართება ღონისძიებები ამა თუ იმ მნიშვნელოვან დღეებში. დღეს ვაჩვენეთ
ჩვენი სტუდენტების ხელნაკეთი ნივთები და ნახატები. კოლეჯში "არსის" წარმომადგენლები მოვიდნენ. ისინი ჩვენი სტუმრები იყვნენ”.

ღონისძიებაზე სტუდენტები სიტყვით გამოვიდნენ დედა ენის დღესთან დაკავშირებით. ღონისძიებას ესწრებოდნენ კოლეჯის სტუდენტები და თანამშრომლები.

აღსანიშნავია, რომ 14 აპრილი, დედაენის დღე, 1990 წელს დაწესდა 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად. 1978 წლის 14 აპრილს თბილისში დაიწყო სტუდენტური გამოსვლები კონსტიტუციის ცვლილების წინააღმდეგ სახელმწიფო ენის შესახებ. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. აქციების შედეგად შენარჩუნდა ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი.


Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/marneulifm.ge/public_html/templates/default/html/com_content/article/default.php on line 166
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები