სახალხო დამცველის 2024 წლის ანგარიში ცალკეული თავი ეთმობა
განათლების უფლებას.
საუბარია სკოლამდელ განათლებაზე. 2024 წელს, სახალხო დამცველის
აპარატის წარმომადგენლების მიერ ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის
რეგიონში მოქმედ სკოლამდელ დაწესებულებებში ჩატარებულმა შეხვედრებმა
ბილინგვური განათლების დანერგვის პროცესში არაერთი გამოწვევა
გამოავლინა. არაერთგვაროვანია სკოლამდელი დაწესებულებების პრაქტიკა,
რაც, მათ შორის, შესაბამისი კადრების დეფიციტითაც არის
გამოწვეული.
“სახალხო დამცველი, წლებია, აღნიშნავს, რომ ბილინგვური განათლება
ეროვნულ უმცირესობათა სრულფასოვანი
სამოქალაქო ინტეგრაციის აუცილებელი
საფუძველია. სახალხო დამცველი 2023 წლის საპარლამენტო ანგარიშში
მიესალმა იმ ფაქტს, რომ, 2022 წელთან შედარებით, 14-ით გაიზარდა იმ
სკოლამდელი დაწესებულებების რიცხვი, სადაც ბილინგვური სწავლების
მოდელია დანერგილი. თუმცა, სამწუხაროდ, დადებითი დინამიკა საანგარიშო
პერიოდში არ გაგრძელებულა. კერძოდ, არ გაზრდილა იმ სკოლამდელი
დაწესებულებების რაოდენობა, სადაც ამგვარი მოდელია დანერგილი. 2024
წლის 1-ლი ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოში არის 65
არაქართულენოვანი ჯგუფებით დაკომპლექტებული საჯარო სკოლამდელი
დაწესებულება, რომელთაგან ბილინგვური პროგრამა მხოლოდ 34 ბაღში
ხორციელდება”
ადრეული და სკოლამდელი განათლების კონტექსტში ასევე პრობლემურია
შესაბამისი დაწესებულებების ტერიტორიული მისაწვდომობა. ამაზე
მიანიშნებს ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული სოფლების
ნაწილში ბაღების არარსებობა. მაგალითად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის
ეთნიკური უმცირესობის მოსახლეობითდასახლებულ 39 სოფელსა და დაბაში
მხოლოდ 1 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება ფუნქციონირებს.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ
სოფლებში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები არ არის. წალკის
მუნიციპალიტეტში ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში მხოლოდ
ერთი საბავშვო ბაღი და ორი შერეული ბაღი ფუნქციონირებს. 1102 რაც
შეეხება კახეთის რეგიონს, საანგარიშო პერიოდში ეთნიკურად დასახლებულ
პუნქტებში ჯამში მხოლოდ 18 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებდა, 1103 რაც
კახეთის რეგიონში ეროვნული უმცირესობებით დასახლებული ტერიტორიული
ერთეულების რაოდენობას არ შეესაბამება.
ანგარიშის მიხედვით, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის
წარმომადგენლების მიერ ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში
მოქმედ ზოგადი განათლების დაწესებულებებში ჩატარებულმა შეხვედრებმა
ბილინგვური განათლების დანერგვის პროცესში არაერთი გამოწვევა
გამოავლინა. არაერთგვაროვანია სკოლების პრაქტიკა, რაც, მათ შორის,
შესაბამისი კადრების დეფიციტით არის გამოწვეული.
“სკოლების მიხედვით განსხვავებულია კონსულტანტი
მასწავლებლებისა და ბილინგვური განათლების სპეციალისტების დასაქმების
პრაქტიკა. გამოწვევად რჩება წვდომა მასწავლებლის და მოსწავლის
ორენოვან სახელმძღვანელოებზე, ორენოვანი დამხმარე რესურსების
შემუშავება და სხვ. სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებთან
გასაუბრებისას, როგორც ბილინგვური განათლების სპეციალისტები, ისე იმ
საგნის პედაგოგები, რომლებთან ერთადაც ისინი ორენოვან გაკვეთილს
ატარებენ, აღნიშნავდნენ, რომ მნიშვნელოვანია ბილინგვური განათლების
არსი, მიღწევის გზა და სხვა თავისებურებები არა მხოლოდ ბილინგვური
განათლების სპეციალისტებისთვის იყოს ამომწურავად ხელმისაწვდომი,
არამედ სხვა პედაგოგებისთვისაც. მასწავლებლების უმეტესობა აღნიშნავდა,
რომ, მართალია, ბილინგვური განათლების სპეციალისტები ყოველკვირეულად
იღებენ შესაბამის ინსტრუქციას სასწავლო პროცესთან დაკავშირებით და
უტარდებათ ყოველკვირეული ქოუჩინგი, თუმცა, საგნის პედაგოგებს,
რომლებთან ერთადაც ბილინგვური განათლების სპეციალისტები ატარებენ
გაკვეთილებს, არ აქვთ არანაირი პლატფორმა სასწავლო პროცესთან
დაკავშირებით უკუკავშირისთვის ან კითხვებზე პასუხის მისაღებად.
“
სახალხო დამცველის ანგარიშის მიხეედვით, ბილინგვური სწავლების
არსისა და მნიშვნელობის შესახებ ინფორმაცია უმეტეს შემთხვევებში
მხოლოდ ერთჯერადად, სკოლის დირექტორის მხრიდან მიეწოდათ. მართალია,
ბილინგვური განათლების სპეციალისტები საგნის პედაგოგებთან
თანამშრომლობენ და მათ საჭირო ინფორმაციასაც აწვდიან, თუმცა, სასწავლო
პროცესის მოქნილობისა და უფრო მეტი ეფექტიანობისათვის, მნიშვნელოვანია
საგნის პედაგოგებს ჰქონდეთ ამომწურავი ინფორმაცია როგორც ბილინგვური
განათლების სპეციალისტის, ისე თავიანთი როლის შესახებ და ა.შ. ამის
საჭიროება კიდევ უფრო ნათლად იკვეთება იმ მასწავლებლების შემთხვევაში,
რომლებიც ან საერთოდ არ ფლობენ ქართულ ენას, ან უჭირთ კომუნიკაცია და,
ამავე დროს, ბილინგვური განათლების სპეციალისტი არ ფლობს ეთნიკური
უმცირესობის ენას.