ქვემო ქართლის ვიცე-გუბერნატორის, გიორგი სინჯიკაშვილის ინიციატივით
ქალაქ მარტყოფის ქართველების ჯგუფმა ფერეიდნელი ქართველები
მოინახულეს.
ინფორმაცია პოლიტიკოსის ფეისბუ-გვერდზეა გავრცელებული, სადაც
აღნიშნავენ , რომ "სინჯიკაშვილის გადაწყვეტილებით და პატრონაჟით,
ქართველების ჯგუფმა ფერეიდანის ყველა ქართული სოფელი მოინახულა."
შეხვდნენ ქართველებს, რომლებმაც 400 წლიანი გადასახლების მიუხედავად
პირვანდელი სახით შემოინახეს ტრადიციები და ქართული ენა.
“სიმბოლურია, რომ 14 აპრილს “დედა ენის” დღეს ჩვენი უწყვეტი
კავშირის გვირგვინად, სახელმწიფო
ენის დღე ერთად აღნიშნეს ფერეიდნელმა
ქართველებმა და დელეგაციის წევრებმა. ისტორიული მისიაა, ჩვენი უწყვეტი
კავშირი ფერეიდნელ ქართველებთან. თაობებმა შეძლეს, შეენარჩუნებინათ
ქართული სული და ქართველობა. ჩვენი ვალია, არ გაწყდეს კავშირი ჩვენს
თანამოძმეებთან. ჩვენ ხომ ერთი სამშობლოს შვილები ვართ. მადლობას
ვუხდი, ჯგუფის თითოეულ წევრს, ფერეიდანში ქართველების ღირსეულად
შეხვედრისა და მათი დაფასებისთვის. მადლობა, ჩემს დებსა და ძმებს, ჩემ
ფერეიდნელ ქართველებს ქართული დელეგაციის მაღალ დონეზე
მასპინძლობისთვის. ჩვენ, ყველა საქართველოს შვილები ვართ! ღმერთს
ებარებოდეთ ქართველებო!” - წერია ქვემო ქართლის რეგიონის
ვიცე-გუბერნატორიდ გიორგი შინჯიკაშვილის ფეისბუქ პოსტში.
ფერეიდნელები ირანის ფერეიდნის მხარეში გადასახლებული ქართველები
არიან, რომლებსაც სამშობლოს დატოვება 4 საუკუნის წინ მოუწიათ.
ფერეიდანში ვზიტის ამსახველ ფოტოებში მარნეულიდან წასული დელეგაციაც
ჩანს, მათ შორის, მარნეულის მერის მოადგილე ზურა ფაბგანი და მარნეულის
კულტურის ცენტრისა და ადგილობრივი ტელევიზიის თანამშრომელი ლელა
ხარშილაძე.
1616 წელს შაჰ აბასმა ირანში 200 ათასამდე ქართველი გადაასახლა.
ფერეიდნელებმა საუკუნეების მანძილზე შემოინახეს ძველი ქართული ენა.
მიუხედავად იმისა, რომ ისინი საკუთარ ისტორიულ სამშობლოდ საქართველოს
მიიჩნევენ, ბევრი მათგანი, ვინც საქართველოში გადმოსვლას ცდილობს,
ბინადრობის ნებართვას ვერ იღებს.
რადიო თავისუფლების სტატიის მიხეევით, 2023 წელს, ფერეიდნელი
ქართველების განცხადებით, დაახლოებით 30-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო
უარი ბინადრობის ნებართვაზე. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა
მათგანმა სასამართლოში მოიგო საქმე, სახელმწიფო სერვისების
განვითარების სააგენტომ მაინც არ განაახლა მათი ბინადრობის
ნებართვები.
2024 წლის ივნისში, 300-ზე მეტმა ფერეიდნელმა ქართველმა მიმართა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს,
მოქალაქეობისა და ბინადრობის უფლების მიღებასთან დაკავშირებით.
პეტიცია გადაეცა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა და წესების კომიტეტს
განსახილველად, თუმცა ამ ეტაპზე კონკრეტული გადაწყვეტილება ან
ცვლილება არ მიუღიათ.
/გარეკანის ფოტო: გიორგი სინჯიკაშვილის ფეიბუქ
გვერდიდან.
/