მარნეულის მერიის მიერ გამოცხადებულ, სოფელ თამარისამდე მისასვლელი
გზის დაგების, ტენდერში
ერთადერთმა კომპანიამ შპს „ქციამ“ მიიღო მონაწილეობა. შპს „ქციას“ 50%
წილის მფლობელი მარნეულის მერის მოადგილის, თემურ შუბითიძის მამა,
პაატა შუბითიძეა.
მარნეულის მერიამ 5 640 394 ლარის ღირებულების ტენდერი 28 მარტს
გამოაცხადა. ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ შპს „ქციამ“ მიიღო და მერიას
სამუშაოების შესრულება 4 512 316 ლარად შესთავაზა. 23
აპრილს გაიმართა
სატენდერო კომისიის სხდომაც, რომელზეც შპს „ქციას“ დოკუმენტაციებში
გარკვეული ხარვეზები გამოვლინდა.
„ხარჯთაღრიცხვის საბოლოო ჯამური ღირებულება შეადგენს 4
701 527 .27 ლარს, რაც არ შეესაბამება პრეტენდენტის მიერ ერთიან
ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებულ საბოლოო ფასს (4 512 316
ლარი)“ - აღნიშნულია სატენდერო კომისიის სხდომის
ოქმში
ხარვეზების გამოსწორებისათვის შპს „ქციას“ 3 დღიანი ვადა მიეცა.
აღსანიშნავია, რომ შპს „ქციამ“
უკვე გაიმარჯვა მერიის მიერ გამოცხადებულ 4 400 000 ლარის ღირებულებულ
ტენდერში, რომლის მიხედვითაც გზები სოფელ წერეთელში დაიგება.
პაატა შუბითიძის კომპანია „ქცია“ მარნეულის მერიის ტენდერებში ჯერ
კიდევ 2011 წლიდან იმარჯვებს. პირველი ტენდერი, რომელშიც მან
მონაწილეობა მიიღო 2011 წლის 13 აპრილით თარიღდება. შპს „ქცია“-ს 50%
წილის მფლობელია ვლადიმერ ტყეშელაშვილიც. მისი წილის მმართველი
ქეთევან ტყეშელაშვილია. კომპანია მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ
არაფლოშია რეგისტრირებული.
ამ ეტაპზე შპს „ქციას“ ორი დირექტორი, ქეთევან ტყეშელაშვილი და
თეიმურაზ გოგრიჭიანი, ჰყავს.
სოფელ წერეთელში შიდა გზების დაგების ტენდერში გამოქვეყნებული
დოკუმენტაციების მიხედვით, შპს „ქციას“ ხელშეკრულება აქვს გაფორმებული
ამავე კომპანიის 50% წილის მფლობელ პაატა შუბითიძესთან. ხელშეკრულების
მიხედვით, პაატა შუბითიძე კომპანიის მთავარი ინჟინერის მოვალეობას
ახორციელებს და მისი ყოველთვიური ანაზღაურება 15 000 ლარია.
აღსანიშნავია, რომ რადიო „მარნეულმა“ 2023 წლის 8 მაისს გამოაქვეყნა
სტატია სათაურით „მარნეულის მერის მოადგილის მამის კომპანიამ ბოლო 17
თვეში მერიისგან 15 985 260 ლარის ტენდერი მიიღო“. სტატიაში
საუბარი იყო შპს „ქციას“ მიერ 2022 წლიდან, თემურ შუბითიძის მარნეულის
მერის მოადგილედ გახდომიდან, 2023 წლის მაისამდე პერიოდში მოგებულ
ტენდერებზე. აღნიშნულ სტატიას 2023 წლის 24 მაისს, საკრებულოს
სხდომაზე, გ
ამოეხმაურა
მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე და განაცხადა,
„ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული და კანონი რომ გვაძლევდეს ამის უფლებას
დიდი ტენდერები რაც ტარდება პირდაპირი წესით მივცემდი შპს
„ქციას“. გიორგაძემ ასევე აღნიშნა, რომ შპს „ქცია“ მარნეულში
ყველაზე კარგად ასრულებს გზების დაგების სამუშაოებს და კომპანიას
დასაქმებული ჰყავს ადგილობრივები, აქვს საკუთარი ქარხანა, კარიერი და
პრობლემების გარეშე ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას.
რადიო „მარნეული“