მერიამ გამწვანების აქციისთვსი ხელთათმანები და ფიჭვის ნერგები 1 060 ლარად შეისყიდა
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ დედამიწის დღის აღსანიშნავად სოფელ თამარისსა და სოფელ ხიხანში 30 ფიჭვის ხე დარგო.

მარნეულის მერიამ გამწვანების აქცია 25 აპრილს გამართა. მერიის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, გამწვენების აქცია მერიის ახალგაზრდული საბჭოს ინიციატივით და ორგანიზებით გაიმართა.

„გამწვანების აქციაში, ახალგაზრდული საბჭოს წევრებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ როინ დეკანოიძემ და მოადგილემ ზურაბ ფანგანმა.
მათ სოფელ თამარისის სკოლის ტერიტორიაზე ნერგები დარგეს.
აღნიშნული კამპანიის მიზანს ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, სუფთა და ჯანმრთელი საცხოვრებელი გარემოს შექმნა წარმოადგენს“.
- აღნიშნულია მარნეულის მერიის განცხადებაში

ადგილობრივმა თვითმმართველობამ გამწვანების აქციისათვის 30 ფიჭვის ნერგი შპს „მწვანე სახლისაგან“ 1 005 ლარად გამარტივებული წესით შეიძინა. მერიამ გამწვანების აქციისათვის ასევე შეისყიდა 55 სამუშაო ხელთათმანი. რეზინით გაჟღენთილი ნაჭრის ხელთათმანები მერიამ ინდმეწარმე აზერ ჩილდირისაგან 55 ლარად შეიძინა.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები