მარნეულის სპორტულმა სკოლამ ჭიდაობის ჩემპიონატზე საზეიმო ვახშამში 11 987 ლარი გადაიხადა
მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტულმა სკოლამ 29-30 მარტს გამართულ თენგიზ ნავერიანის ხსოვნისადმი მიძღვნილ საქართველოს ჩემპიონატზე ქართულ ჭიდაობაში 12 656 ლარის საკვები პროდუქტები შეისყიდა. გამარტივებულ შესყიდვებში აღნიშნულია, რომ სპორტულმა სკოლამ ჩემპიონატზე საზეიმო ვახშამი მოაწყო, სადაც 85 ადამიანს გაუმასპინძლდა.

საზეიმო ვახშმის ორგანიზებისათვის სპორტულმა სკოლამ ხელშეკრულება ინდივიდუალურ მეწარმე ვლადიმერ ქიმაძესთან გააფორმა. ქიმაძესა და სპორტულ სკოლას შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით, სპორტულმა სკოლამ საზეიმო
ვახშამში 11 987 ლარი გადაიხადა.

მარნეულის სპორტულმა სკოლამ შპს „მარნეული მოლისგან“ შეიძინა ყავა/ჩაის შესვენებისათვის საჭირო პროდუქტები, რაშიც 669 ლარი და 75 თეთრი გადაიხადა.

თენგიზ ნავერიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ჩემპიონატისათვის სპორტულმა სკოლამ ასევე შეისყიდა 874 ლარის ღირებულების თასები, მედლები და დიპლომები ინდივიდუალურ მეწარმე კანან ალიევისაგან.
სპორტსკოლამ ასევე შეისყიდა 5 ცალი ძიუდოს კიმანო და 3 ცალი ძიუდოს ქამარი, რაშიც შპს „ლისი სპორტს“ 1 845 ლარი გადაუხადა.

მარნეულის სპორტული სკოლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ტურნირში მონაწილეობდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის და მუნიციპალიტეტის 37 გუნდი. ტურნირის გამარჯვებულ გუნდს 8 000 ლარი გადაეცა, მეორე ადგილზე გასულმა გუნდმა 6 000 ლარი, ხოლო მესამე ადგილზე გასულმა გუნდმა 4 000 ლარი მიიღო.

სპორტული სკოლის განცხადების მიხედვიღთ, ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, თემურ ხუბულური, ფედერაციის ვიცე პრეზიდენტები გიორგი გაჩეჩილაძე და ალექსი დავითაშვილი, მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრი და თენგიზ ნავერიანის ძმა, თამაზ ნავერიანი, თენგიზ ნავერიანის მეგობარი და სპორტული ჟურნალისტი, გაბრიელ ბარჯაძე, და მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის დირექტორი მამუკა ნავერიანი.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები

Warning: mysql_query(): Unable to save result set in /var/www/marneulifm.ge/public_html/libraries/joomla/database/database/mysql.php on line 223
მსგავსი სტატიები არ მოიძებნა