ბაღების გაერთიანებამ ოფისში კონდინციონერების გაწმენდასა და მონტაჟში 765 ლარი გადაიხადა
მარნეულის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების გაერთიანებამ ოფისში კონდინციონერების დემონტაჟისა და მონტაჟის მომსახურებაში 765 ლარი გადაიხადა. კონკრეტულად, ერთი კონდინციონერის დემონტაჟი გაერთიანებას 90 ლარი დაუჯდა, ერთი ერთეულის გაწმენდა — 105 ლარი, ხოლო სამი კონდინციონერის მონტაჟი — 570 ლარი.

მოწყობილობების
გაწმენდა, დემონტაჟი და მონტაჟი გაერთიანებამ მარნეულის ტერიტორიაზე მოქმედ ბაგა-ბაღებში გამარტივებული შესყიდვის წესით განახორციელა.

სამუშაოების შესრულების ვალდებულება ინდმეწარმე ელვარ ნაბიევმა აიღო, რომელსაც გაერთიანებამ ჯამში 765 ლარი გადაუხადა.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები