მარნეულელი ძიუდოისტი საქართველოს სარეიტინგო ტურნირის პრიზიორია
მარნეულელი ძიუდოისტი, ანდრო პაპუნაშვილი, საქართველოს სარეიტინგო ტურნირის პრიზიორია.
თბილისში გაიმართა საქართველოს სარეიტინგო ჩემპიონატი ნევაზაში, სადაც წარმატებით იასპარეზა მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის ძიუდოისტმა, ანდრო პაპუნაშვილმა 66 კგ წონით კატეგორიაში და მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.

ანდრო პაპუაშვილის პირადი მწვრთნელი სანდრო იაკობაშვილია. 

„ძიუდოში ქვეჭიდი იგივე (Ne-waza), არის მდგომარეობა, როდესაც ერთი ძიუდოისტი აკავებს მეორე ძიუდოისტს ტატამიზე, ზურგზე ან გვერდულად ისე, რომ ის ვერ ახერხებს თავისუფლად მოძრაობას ან გაქცევას, მისი მთავარი მიზანია შეძლოს და გააჩეროს მოწინააღმდეგე საკმარის ხანს, რათა დააგროვოს ქულები ან მოიპოვოს სრული გამარჯვება. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის (IJF) ახალი წესების მიხედვით, Ne-waza-ში დამატებით ქულა გაიცემა, თუ სპორტსმენი 5 წამში ახერხებს მოწინააღმდეგის ტატამიზე დამაგრებას. „ - განმარტავენ მარნეულის სპორტულ სკოლაში.

ჩემპიონატში მონაწილეობდნენ 2009-2010 წლებში დაბადებული ძიუდოისტები,
რომელთაც შესარჩევ შეჯიბრებაში მოიპოვეს სარეიტინგო ჩემპიონატში ასპარეზობის ლიცენზია.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები