მარნეულის მერის მოადგილის მამის მფლობელობაში უკვე მეორე კომპანია გზის დაგების ტენდერებში იმარჯვებს
მარნეულის მერის მოადგილის, თემურ შუბითიძის მამის კომპანია სოფელ ჩანახჩში სკოლასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციასაც განახორციელებს. საინტერესოა, რომ ამჯერად კომპანია ტენდერში სხვა სახელით, შპს "ნომერი ერთი"-თი მონაწილეობს.

აღნიშნული კომპანიის 100%-იანი წილი ეკუთვნის პაატა შუბითიძეს, თემურ შუბითიძის მამას. ამასთანავე, პაატა შუბითიძე ფლობს 50%-იან წილს კომპანია "ქციაში", რომელიც მარნეულის მერიის გზის დაგების თითქმის ყველა ტენდერში იმარჯვებს.

შპს „ქცია“-სა და ტენდერში გამარჯვებულ შპს „ნომერ ერთი“-ს დირექტორი ერთი და იგივე პირია — თეიმურაზ გოგრიჭიანი. მიუხედავად იმისა, რომ სატენდერო დოკუმენტაციაში შპს „ქცია“-მ შპს „ნომერ ერთი“ ქვეკონტრაქტორად წარმოადგინა, საბოლოოდ
გამარჯვებული სწორედ ქვეკონტრაქტორად მითითებული კომპანია გახდა.



ჩანახჩში სკოლასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მერიას “ შპს ნომერი-ერთი”-მ 619 400 ლარად შესთავაზა. აღნიშნულ პრეტენდენტს კონკურენტი არ ჰყოლია. კომპანიასთან ამ ეტაპზე ხელშეკრულების დადება მიმდინარეობს.

მარნეულის მერის მოადგილე, თემურ შუბითიძე, სატენდერო კომისიის წევრია, თუმცა დოკუმენტებში არ ჩანს ინფორმაცია ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ იგი კომისიის წევრია, ხელმოწერების მიხედვით, მისი დასწრება სხდომებზე არ დასტურდება.


პაატა შუბითიძის კომპანია „ქცია“ მარნეულის მერიის ტენდერებში ჯერ კიდევ 2011 წლიდან იმარჯვებს. პირველი ტენდერი, რომელშიც მან მონაწილეობა მიიღო 2011 წლის 13 აპრილით თარიღდება და დღემდე მილიონობით  ლარის ტენდენერი აქვს მოგებული. შპს „ქცია“-ს 50% წილის მფლობელია ლიანა ტყეშელაშვილიც. კომპანია მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ არაფლოშია რეგისტრირებული.

რაც შეეხება კომოპანია შპს “ნომერი ერთი”, რომელის 100%- იან წილსაც ასევე პაატა შუბითიძე ფლობს, მერიის ტენდერებში 2024 წლის აგვისტოდან გამოჩნდა. ამ დრომდე აღნიშნულ კომპანიას 6 ტენდერი აქვს მოგებული. მათ შორის იმირის შიდა გზების, ალგეთის,ქვემო სარალის და დაშტაფის გზების დაგების ტენდერები. კომპანია სოფელ წერეთელშია რეგისტრირებული. 

ამავე თემაზე:მერის მოადგილის მამის კომპანიამ, 4 512 316 ლარად, შესაძლოა თამარისის გზაც დააგოს
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები