მარნეულს სამამულო ომის ვეტერანი აღარ ჰყავს - მერია გვირგვინით „კიდევაც დაიზრდებიან“-ს შეამკობს
9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდება. მარნეულს სამამულო ომის არცერთი ვეტერანი აღარ ჰყავს. 2022 წელს მხოლოდ ორი ვეტერანი, 98 წლის ჰუსეინ ვალიევი და 96 წლის ზიატხან კირიაკოვი იყო ცოცხალი, თუმცა ორივე მათგანი გარდაიცვალა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრიმა თვითმმართველობა 9 მაისის აღსანიშნავად ყვავილები შეიძია და მონუმენტურ ძეგლს “კიდევაც დაიზრდებიანს” შეამკობს. თვითმმართთველობამ ყვავილები გამარტივებული წესით 700
ლარად შეიძინა.

“ბატონო კენან, მოგეხსენებათ, რომ ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი გავიდა. ეს ომი კაცობრიობის ისტორიაში ჩაიწერა, როგორც ყველაზე სისხლისმღვრელი და გამანადგურებელი მოვლენა. საქართველოდან წასული, ათიათასობით მეომარი ებრძოდა ფაშისტ დამპყრობლებს, რომლებმაც კეთილსინდისიერად მოიხადეს ვალი ერისა და ქვეყნის წინაშე. მებრძოლთაგან ბევრი ვერ დაუბრუნდა მშობლიურ კერას, ხოლო დაბრუნებულთაგან მარნეულის მუნიციპალიტეტში ცოცხალი აღარავინაა. ამავდროულად გაცნობებთ, რომ 1975 წლის 9 მაისს (50 წლის წინ) საქართველოს დამსახურებული მოქანდაკის შესრულებით ისტორიული გმირების საპატივცემლოდ ქ. მარნეულში აღიმართა მონუმენტური ძეგლი „კიდევაც დაიზრდებიან“ . მიზანშეწონილად მიმაჩნია კიდევ ერთხელ პატივი მივაგოთ მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ გმირებს და მონუმენტური ძეგლი „კიდევაც დაიზრდებიან“ შევამკოთ ცოცხალი ყვავილების გვირგვინით (ერთი გვირგვინი) და ცოცხალი ყვავილებით (30 ცალი თეთრი კალა). გთხოვთ დაავალოთ შესაბამის სამსახურს განახორციელოს შესყიდვებთან დაკავშირებული, კანონმდებლობით გათვალისწინებული საქმიანობები.” - წერია ხელშეკრულების მოხსენებით ბარათში.

მეორე მსოფლიო ომი ისტორიაში შევიდა როგორც ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტი. ომს, რომელიც 1939 წლიდან 1945 წლამდე მიმდინარეობდა, 300 ათასი ქართველის სიცოცხლე შეეწირა. ბრძოლები 40 სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიმდინარეობდა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები