სკოლები მარნეულში, სადაც პირველკლასელთა ადგილები შეივსო
მარნეულის მუნიციპალიტეტის სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი მიმდინარეობს. მოსწავლეთა რეგისტრაციის ვებ-გვერდი დილის 09:00 საათზე გაიხსნა და ამ დროის მონაცემებით მარნულის ექვს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირველკლასელთა მიღების ლიმიტები ზოგ შემთხვევაში ამოიწურა, ზოგან კი მხოლოდ რამდენიმე ადგილია დარჩენილი.

სრულადაა შევსებული ქალაქ მარნეულის №5 საჯარო სკოლის პირველკლასელთა ლიმიტი - 100 ადგილი

თავისუფალი ადგილები აღარ არის დარჩენილი ქალაქ მარნეულის №2 საჯარო სკოლაში. შევსებულია როგორც ქართული, ასევე რუსული სექტორები. მისაღებ პირველკლასელთა რაოდენობა 100.

122 მოსწავლე დარეგისტრირდა ქალაქ მარნეულის №6 საჯარო სკოლის ქართულ სექტორზე, სადაც ამ ეტაპზე 3 თავისუფალი ადგილი იძებნება. სრულადაა შევსებული ამავე საგანმანათლებლო დაწესებულების რუსულ სექტორი - 25 ადგილი

50 ადგილიდან მხოლოდ 5 თავისუფალი ადგილი იძებნება საიმერლოს საჯარო სკოლაში.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელის საჯარო სკოლაში ქართულ სექტორზე განსაზღვრული ლიმიტი (50 მოსწავლე) სრულად შეივსო, ხოლო სომხურ სექტორზე 20 ადგილიდან 15- ია თავისუფალი.

სოფელ ახალი დიოკნისის საჯარო სკოლაში კი 25 თავისუფალი ადგილიდან მხოლოდ 1-ია დარჩენილი.

რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე registration.emis.ge. რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი.

ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება 18 ივნისიდან 27 ივნისის ჩათვლით განხორციელდება.

მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების განსაზღვრულ ვადებში წარუდგენლობის შემთხვევაში რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.




Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები