მარნეულელმა ვეტერანმა ძიუდოისტმა ევროპის ვიცე ჩემპიონობა მოიპოვა
მარნეულელი ვეტერანი ძიუდოისტი, გიგლა წიფიანი, ევროპის ჩემპიონატის ვიცე ჩემპიონი გახდა. მარნეულის სპორტული სკოლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ლატვიის დედაქალაქ რიგაში მიმდინარეობს, 2025 წლის ევროპის ჩემპიონატი, ვეტერან ძიუდოისტთა შორის, სადაც წიფიანმა წარმატებით იასპარეზა.

„შეჯიბრების პირველი დღე წარმატებული აღმოჩნდა მარნეულელი მოჭიდავეებისთვის, ვეტერანმა ძიუდოისტმა გიგლა წიფიანმა ვიცე ჩემპიონობა მოიპოვა“. - აღნიშნულია მარნეულის სპორტული სკოლის განცხადებაში

გიგლა წიფიანი მარნეულის ერთ-ერთი წარმატებული ვეტერანი ძიუდოისტია, რომელიც ახალგაზრდა ძიუდოისტებსაც ამზადებს. მას მოპოვებული აქვს საქართველოსა და ევროპის პირველობა ვეტერან ძიუდოისტთა შორის. გასულ წესლ წიფიანმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ვეტერან ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები