ბოლნისში 9 ხიდის მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის 6 000 000 ლარია გამოყოფილი
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა 9 ხიდის მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვას 6 000 000 ლარად გეგმავს. ბოლნისის მერიამ ხიდების მშნებლობა-რეაბილიტაციისათვის 2 ტენდერი 22 მაისს გამოაცხადა.

პირველი ტენდერის მიხედვით, 5 ხიდის რეაბილიტაცია-მშენებლობისათვის 3 005 000 ლარია გამოყოფილი. ხიდები შემდეგ ლოკაციაზე მოეწყობა:
სოფელ ვანათთან, მდინარე ბოლნისისწყალზე, არსებული ხიდური გადასასვლელის რეაბილიტაცია;
სოფელ რატევანში, ხიდური გადასასვლელის რეაბილიტაცია;
ქალაქ ბოლნისში სიონის ქუჩაზე მდინარე მაშავერაზე არსებული ხიდური გადასასვლელის რეაბილიტაცია;
სოფელ სამწვერისში მდინარე ბოლნისისწყალზე ახალი სახიდე გადასასვლელის მოწყობა;
სოფელ რაჭისუბანში მდინარე მაშავერაზე, არსებული თაღოვანი ხიდის მიმდებარედ ახალი ხიდის მშენებლობა.


აღნიშნული 5 ხიდის მშენებლობა-რეაბილიტაციისათვის გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობის მიღება კომპანიებს 11-დან 16 ივნისამდე პერიოდში შეეძლებათ. გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 270 დღის განმავლობაში შეასრულოს.

მეორე ტენდერის მიხედვით, ბოლნისის მერია 2 995 000 ლარის დახარჯვას გეგმავს 4 ხიდის მშენებლობა-რეაბილიტაციაში. ხიდები შემდეგ ლოკაციებზე მოეწყობა:
ქალაქ ბოლნისში, გამსახურდიას ქუჩაზე მდინარე მაშავერაზე, არსებული ხიდური გადასასვლელის რეაბილიტაცია;
ქალაქ ბოლნისში, წისქვილის ქუჩის მიმდებარედ ახალი საქვეითო ხიდის მოწყობა;
სოფელ ქვემო ბოლნისში ახალი ხიდის მშენებლობა;
სოფელ რაჭისუბანში ახალი საქვეითო ხიდის მშენებლობა.


4 ხიდის მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის გამოცხადებულ ტენდერში კომპანიებს მონაწილეობა ასევე 11-დან 16 მივნისამდე პერიოდში შეეძლებათ და გამარჯვებული ვალდებული იქნება სამუშაოები ხელშკრულების გაფორმებიდან 270 დღეში შეასრულოს.

რადიო „მარნეული“



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები