22 მაისს, თაზაქენდის ამრაჰ
ასლანოვის სახელობის #1 საშუალო სკოლაში ბოლო ზარი დაირეკა.
ღონისძიება სახელმწიფო ჰიმნის შესრულებით დაიწყო. მოსწავლეებმა
წაიკითხეს ლექსები ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზე, შეასრულეს
სხვადასხვა ცეკვა და წარმოადგინეს სასცენო ნომრები.
მოგვიანებით, სკოლის დირექტორი და კლასის დამრიგებელი სიტყვით
გამოვიდნენ და მე-12 კლასელებს წარმატებები უსურვეს. სკოლის
დირექტორმა რადიო „მარნეულთან“ საუბარში განაცხადა, რომ ბოლო ზარის
ცერემონიასთან ერთად, დღეს პირველკლასელებისთვის ანბანის დღესასწაულიც
აღინიშნა.

წელს ტაზაკანდის საშუალო სკოლას 19-მა მოსწავლემ
დაამთავრა, მათგან 5 გოგოა და 14 კი ბიჭი.
კურსდამთავრებულებმა, აისუ მუსტაფაევამ და აილინ ჰუსეინოვამ, საკუთარი
ემოციები გაგვიზიარეს.
{{AUDIO}}
„ბოლო ზარი ჩემთვის ახალი
ცხოვრების დაწყებას ნიშნავს. ეს სევდიანი და ამავდროულად სიხარულის
მომგვრელი დღეა. ყველა მე-12 კლასელს, ჩემს თანატოლებს ვუსურვებ
წარმატებებს. ვფიქრობ, მათ ახალი წარმატებები ელით. ბავშვობიდან ჩემი
ოცნებაა ექიმი გავხდე“, - თქვა აისუ მუსტაფაევამ
„ჩემთვის ბოლო ზარი ნიშნავს ბავშვის დამოუკიდებელ
ცხოვრებაში გაშვებას, უმაღლესი განათლებისკენ პირველი ნაბიჯის
გადადგმას. ბოლო ზარი ბავშვების სულისკვეთებას აცოცხლებს. დღეს ძალიან
ბედნიერები ვართ. 12 წელია, ზამთარია თუ ზაფხული, ყოველ საათში, ყოველ
წუთს ჩვენ ერთად გაზრდილი ბავშვები ვართ. ახლა კი ჩვენი გზები
შორდება. ეს სიხარულისა და სევდის მომენტია“, - აღნიშნა აილინ
ჰუსეინგულიევამ
თაზაქენდის #1 საშუალო სკოლაში პირველ კლასს წელს 30 მოსწავლე
ასრულებს, ხოლო მეოთხე კლასს 35-40 მოსწავლე.
2025 წელს მარნეულში მე-12 კლასს დაახლოებით 1 200 მოსწავლე
დაამთავრებს. მარნეულში სულ 74 საჯარო სკოლა ფუნქციონირებს.