ზედამხედველობამ გარემოვაჭრეებს ბაზრის ტერიტორია კიდევ ერთხელ დაატოვებინა
მარნეულის ბაზრის მიმდებარე ტერიოტორიაზე გარემოვაჭრეებს ადგილს კიდევ ერთხელ დაატოვებინეს. თვითდასაქმებულებმა ტერიტორია უკვე დატოვეს.

როგორც გარემოვაჭრეები ჩვენთან პირად საუბარში განმარტავენ, ისინი ბაზრის შიდა ტერიტორაზე გადასვლას გეგმავენ.

ადგილობრივი თვითმმართველობა წლებია გარევაჭრობის აკრძალვას უშედეგოდ ცდილობს. შედეგი დროებითია და თვითდასაქმებულები ტერიტორიას პერიოდულად უბრუნდებიან. მერიის ზედამხედველობის სამსახურმა გარევაჭრობის აკრძალვა ბოლოს 9 დეკემბერს სცადა, თუმცა ტერიტორიას მოვაჭრეები მალევე დაუბრუნდნენ.

კუსტარულად მოწყბილ დახლებს, სადაც ძირითადად, ყველი, ხაჭო, მაწონი და სხვა რძის პროდუქტები ტემპერატურული რეჟიმის დაცვის გარეშე იყიდება, მომხმარებელი საკმაოდ ბევრი ჰყავს. ტერიტორიაზე ავტომებილების და ქვეითების გადაადგილებაც ჭირს. პროდუქტები ანტისანიტარიაში იყიდება.

მარნეულის მერიას ჯარიმის დაწერის უფლებამოსილება აქვს. საჯარიმო თანხა 500-დან 2000- ლარამდეა განსაზღვრული, თუმცა უცნობია, გამოიყენა თუ არა მუნიციპალიტეტმა მსგავსი მექანიზმი.

გარევაჭრობის აკრძალვასთან დაკავშორებით რადიო მარნეული დეტალებს მერიაში არკვევს, მასალა განახლდება.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები