მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიამ გამოაქვეყნა
საეპისკოპოსო სასამართლოს ოქმი, რომლის მიხედვითაც ეპარქიის
მმართველი, მეუფე გიორგი ჯამდელიანის შესაძლო მკვლელობის მცდელობაში
გ.შ. სცნეს დამნაშავედ.
გ.შ.-ს ინიციალები ემთხვევა მედიაში მანამდე გავრცელებულ ინფორმაციას,
სადაც საუბარი იყო, რომ მეუფე ბრალდებას ყოფილი სახელმწიფო
რწმუნებულის მოადგილეს, გიორგი შინჯიკაშვილს უყენებდა.
საეპისკოპოსო სასამართლოს სხდომის ოქმის მიხედვით, გიორგი
შინჯიკაშვილს ბრალდება მონაზონი თეკლა კუბლაშვილის ჩვენების
საფუძველზე წაუყენეს.
საეპისკოპოსო სასამართლომ შინჯიკაშვილი დამნაშავედ ცნო და სასჯელად
ზიარება აუკრძალა.
8 ივნისს, საკვირაო ქადაგების დროს მრევლთამ საუბარშკ განაცხადა
მეუფემ, რომ მისი მკვლელობა იგეგმებოდა. მისივე განმარტებით, აღნიშნულ
საქმეში გადაბირებული ჰყავდათ მონაზონი. ეპისკოპოსის განცხადების
საფუძველზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. თავად ჯამდელიანმა
აღნიშნა, რომ პროკურატურასთან თანამშრომლობას არ აპირებს.