ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ლევან კვიციანი დაინიშნა
შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე საკადრო ცვლილებების ფარგლებში შეიცვალა ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსიც. შსს-ს განცხადების მიხედვით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ლევან კვიციანი დაინიშნა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ლევან კვიციანი 2014 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი იყო.

ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი, გურამ ნაცვლიშვილი სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა.

რადიო "მარნეული"

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები