ბოლნისის მერიამ ღვინის ფესტივალისთვის საკვებში, გადაღებასა და მომღერლებში 19 500 ლარი გადაიხადა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ ბოლნისის
დაცული ადგილწარმოშობის
დასახელების ღვინის ფესტივალის გამართვისათვის 3 გამარტივებული
ხელშეკრულება გააფორმა.
ბოლნისის მერიამ გამარტივებული წესით შეისყიდა საკვები, ფოტო/ვიდეო
გადაღება და ანსამბლ „იალონის“ მომსახურება.
„ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს 60-ზე მეტი მეღვინეობა.
მონაწილეებს შორის არიან როგორც მსხვილი მწარმოებლები, ასევე მცირე და
საშუალო მარნები, საოჯახო მეღვინეობები - ყველა ვინც დაცული
ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოს აწარმოებს.
ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება ღვინის კონკურსი, რომელშიც
გამოვლინდება დიდი ოქროს, ოქროს, ვერცლისა და ბრინჯაოს მფლობელი
ღვინოები.
10 ღვინოს, რომელიც კონკურსზე უმაღლეს შესაფებას დაიმსახურებს, დად
ღვინის ფესტივალი იტალიაში მერანოს ღვინის ფესტივალზე წარადგენს!
ღვინის ფესტივალს სპეციალურად იტალიიდან ესტუმტრებიან ღვინის
ბაიერები, ასევე სხვა ევროპელი ღვინის ექსპერტები და ბლოგერები,
ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები“. - აღნიშნულია
გამარტივებული შესყიდვების მოხსენებით ბარათებში
დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალი ბოლნისში 31
მაისს, ძველ გერმანულ უბანში, გაიმართა.
ბოლნისის მერიამ 30 ადამიანის გამასპინძლებაში 2 500 ლარი გადაიხადა.
8 000 ლარად შეისყიდა ფოტო/ვიდეო გადაღება ინდმეწარმე გიორგი
რომანაძისგან და 9 000 ლარი გადაუხადა ანსამბლ „იალონს“ ღონისძიების
მუსიკალური გაფორმებისათვის.
რადიო „მარნეული“