მარნეულის სკოლებში საზაფხულო არდადეგები 13 ივნისს დაიწყება
მარნეულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში საზაფხულო არდადეგები 13
ივნისს დაიწყება.
საგანმანათლებლო დაწესებულებები ყოველწლიურად სასწავლო პროცესს 15
ივნისს ასრულებდნენ, თუმცა აღნიშნული თარიღი არასამუშაო დღეებს
ემთხვევა და მოსწავვლეები 13 ივნისიდან დაისვენებენ.
როგორც რადიო „მარნეულს“ ადგილობრივი რესურსცენტრის ხელმძღვანელმა,
ალი გახრამანოვმა განუცხადა, მოსწავლეებთან ერთად, პედაგოგები
არ დაისვენებენ, მათი შვებულება 4 ივლისს დაიწყება და სკოლაში 1
სექტემბერს გავლენ.
ახალი 2025-2026 სასწავლო წელი კი სკოლებში 15 სექტემბერს
დაიწყება.
მარნეულის მასშტაბით სულ 74 საჯარო სკოლა ფუნქციონირებს.