მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის თარიღი შეიცვალა.
როგორც რადიო „მარნეულს“ საკრებულოს აპარატში განუცხადეს, სხდომის
გადადების მიზეზი დამატებითი საკითხებია, რომელთა განხილვაც კომისიურ
ფორმატშია საჭირო.
სხდომა 2025 წლის 12 ივნისის ნაცვლად გაიმართება 2025 წლის 16 ივნისს,
12:00 საათზე, მარნეულის მერიის შენობაში.
დღის წესრიგით განიხილება:
- უსინათლოთა კავშირის წერილი
- 2025 წლის საწვავისა და სატელეფონო ლიმიტების განსაზღვრა,
- ინდივიდუალური განაშენიანების გეგმა,
- მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს
შექმნა და სხვა თემები.
საკრებულოს სხდომა ღიაა და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს
შეუძლია.