ვასილ ხახულაშვილი და მისი მეუღლე, თბილისსა და მარნეულში, 47 უძრავ ქონებას ფლობენ - დეკლარაცია
მარნეულის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეს, ვასილ ხახულაშვილის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ხახულაშვილი და მისი მეუღლე, ლია ხახულაშვილი 47 უძრავ ქონებას ფლობენ.

ჩასწორება: სტატიაში შეცდომით იყო მოყვანილი ვასილ ხახულაშვილის სამუშაო პოზიცია. ხახულაშვილი მარნეულის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეა, ის არაა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.

ვასილ ხახულაშვილის საკუთრებაშია საცხოვრებელი სახლები, კომერციული ფართები და მიწის ნაკვეთები ქალაქ მარნეულსა და თბილისში - ხახულაშვილი ჯამში 30 უძრავი ქონების მესაკუთრეა.
გთავაზობთ ვასილ ხახულაშვილის უძრავი ქონების ჩამონათვალს:
სოფელ ამარისში 4 390 კვ.მ კომერციული ფართი - შესყიდულია 2022 წელს 40 000 ლარად;
ქალაქ მარნეულში, ჯანდარის ქუჩაზე 267კვ.მ კომერციული ფართი - შესყიდულია 2020 წელს 25 000 ლარად;
ქალაქ მარნეულში 1 400 კვ.მ მიწის ნაკვეთი - შესყიდულია 2018 წელს 7 000 ლარად;
ქალაქი მარნეული, აეროდრომის მიმდებარედ, 3 000 კვ.მ კომერციული ფართი - შესყიდულია 2017 წელს 10 000 ლარად;
ქალაქ მარნეულში, 26 მაისის ქუჩაზე, 200 კვ.მ კომერციული ფართი - მიღებულია ჩუქებით 2017 წელს;
ქალაქ თბილისში, ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე 18 კვ.მ ავტოფარეხი - შესყიდულია 2017 წელს 5 000 ლარად;
ქალაქ მარნეულში 7 000 კვ.მ მიწის ნაკვეთი - შესყიდულია 2022 წელს 10 000 დოლარად;
ქალაქ მარნეულში 2 860 კვ.მ მიწის ნაკვეთი - შესყიდულია 2018 წელს 6 000 ლარად;
ქალაქ მარნეულში, ჯანდარის დასახლებაში 2 522 კვ.მ კომერციული ფართი - შესყიდულია 2010 წელს 3 000 დოლარად;
ქალქაქ თბილისში 652 კვ.მ კომერციული ფართი - შესყიდულია 2024 წელს 45 000 დოლარად;
ქალაქ მარნეულში, 9 აპრილის ქუჩაზე, 786 კვ.მ მიწის ნაკვეთი - შესყიდულია 2024 წელს 50 000 დოლარად;
ქალაქ მარნეულში, ჯავახიშვილის ქუჩაზე 2 695 კვ.მ კომერციული ფართი - მიღებულია ჩუქებით 2022 წელს;
ქალაქ მარნეულში 1 460 კვ.მ მიწის ნაკვეთი - მიიღო გაცვლის შედეგად 2022 წელს;
სოფელ თამარისის მიმდებარედ 1 103 კვ.მ მიწის ნაკვეთი - შესყიდულია 2018 წელს 4 000 ლარად;
ქალაქ მარნეულში 1 400 კვ.მ მიწის ნაკვეთი - შესყიდულია 2018 წელს 7 000 ლარად;
ქალაქ მარნეულში 1 420 კვ.მ მიწის ნაკვეთი - შესყიდულია 2024 წელს 7 000 ლარად;
ქალაქ მარნეულში 743 კვ.მ მიწის ნაკვეთი - შეყსიდულია 2021 წელს 3 000 ლარად;
ქალაქ მარნეულში 1 224 კვ.მ მიწის ნაკვეთი - მიღებულია ჩუქებით 2020 წელს;
ქალაქ მარნეულში, ჯანდარის დასახლებაში, 281 კვ.მ კომერციული ფართი - შესყიდულია 2010 წელს 30 000 ლარად;
ქალაქ თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ცენტრალური ავტოსადგურის მიმდებარედ 851 კვ.მ კომერციული ფართი - შესყიდულია 2023 წელს 40 000 დოლარად;
ქალაქ მარნეულში, ჯავახიშვიის ქუჩაზე 4 680 კვ.მ მიწის ნაკვეთი - მიღებულია ჩუქებით 2021 წელს;
ქალაქ მარნეულში, ჯანდარის ქუჩაზე 740 კვ.მ კომერციული ფართი - შესყიდულია 2020 წელს 50 000 ლარად;
სოფელ თამარისის მიდებარედ 1 470 კვ.მ მიწის ნაკვეთი - შესყიდულია 2018 წელს 8 000 ლარად;
ქალაქ მარნეულში, 9 აპრილის ქუჩაზე, 1 050 კვ.მ საცხოვრებელი სახლი - შესყიდულია 100 000 ლარად 2023 წელს;
ქალაქ მარნეულში 2 910 კვ.მ მიწის ნაკვეთი - შესყიდულია 2018 წელს 12 000 ლარად;
ქალაქ მარნეულში, ჯანდარის დასახლების მიმდებარედ, 190 კვ.მ მიწის ნაკვეთი - შესყიდულია 2010 წელს 8 000 ლარად;
ქალაქ მარნეულში 1 420 კვ.მ მიწის ნაკვეთი - მიღებულია ჩუქებით 2023 წელს;
ქალაქ მარნეულში 726 კვ.მ მიწის ნაკვეთი - მიღებულია ჩუქებით 2020 წელს;
ქალაქ მარნეულში, 26 მაისის ქუჩაზე, 120 კვ.მ მიწის ნაკვეთი - შესყიდულია 2019 წელს 3 000 დოლარად;
ქალაქ მარნეულში, თამარისის გზის მიდებარედ, 1 470 კვ.მ მიწის ნაკვეთი - შესყიდულია 2017 წელს 10 000 ლარად.


მარნეულის საკრეულოს კომისიის თავმჯდომარის, ვასილ ხახულაშვილის მეუღლის, ლია ხახულაშვილის საკუთრებაშია 17 უძრავი ქონება, რომელთა შორისაც არის ბინები თბილისსა და მარნეულში, კომერციული ფართები, მიწის ნაკვეთები და ავტოფარეხები.

გთავაზობთ ლია ხახულაშვილის უძრავი ქონების ჩამონათვალს:

ქალაქ თბილისში 18 კვ.მ ავტფარეხი - შესყიდულია 2022 წელს 5 000 ლარად;
ქალაქ მარნეულში, კოსტავას ქუცაზე, 386 კვ.მ მიწის ნაკვეთი - შესყიდულია 25 000 ლარად 2021 წელს;
ქალაქ მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე, 23 კვ.მ შენობა-ნაგებობა - შესყიდულია 2014 წელს 5 000 ლარად;
ქალაქ მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე, 63,77 კვ.მ ბინა - შესყიდულია 2014 წელს 50 000 ლარად;
ქალაქ მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე, 64,93 კვ.მ ბინა - შესყიდულია 2014 წელს 50 000 ლარად;
ქალაქ თბილისში, დაბა კოჯორში, 673 კვ.მ მიწის ნაკვეთი - შეყსიდულია 2011 წელს 30 000 ლარად;
ქალაქ თბილისში, კრწანისის ქუჩაზე, 19,6 კვ.მ ავტოფარეხი - შესყიდულია 2024 წელს 10 000 ლარად;
ქალაქ თბილისში, კრწანისის ქუჩაზე, 213,8 კვ.მ საცხოვრებელი სახლი - შესყიდულია 2022 წელს 250 000 ლარად;
ქალაქ თბილისში, კრწანისის ქუჩაზე, 20,9 კვ.მ ავტოფარეხი - შესყიდულია 10 000 ლარეად 2024 წელს;
ქალაქ მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე, 172 კვ.მ კომერციული ფართი - მიღებულია ჩუქებით 2008 წელს;
ქალაქ მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე, 27 კვ.მ კომერციული ფართი - შესყიდულია 2014 წელს 40 000 ლარად;
ქალაქ მარნეულში, კოსტავას ქუჩაზე, 18 კვ.მ ავტოფარეხი - შესყიდულია 5 000 ლარად 2022 წელს;
ქალაქ მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე, 120 კვ.მ ბინა - შესყიდულია 2021 წელს 48 000 ლარად;
ქალაქ თბილისში, კრწანისის ქუჩაზე, 61,4 კვ.მ ბინა - შესყიდულია 2023 წელს 72 000 ლარად;
ქალაქ მარნეულში, კოსტავას ქუჩაზე, 1 132 კვ.მ კომერციული ფართი - შესყიდულია 2021 წელს 50 000 ლარად;
ქალაქ მარნეულში, კოსტავას ქუჩაზე, 18 კვ.მ კომერციული ფართი - შესყიდულია 2022 წელს 5 000 ლარად;
ქალაქ თბილისში, ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე, 18 კვ.მ ავტოფარეხი - შესყიდულია 2022 წელს 7 000 ლარად.


უძრავ ქონებასთან ერთად ვასილ და ლია ხახულაშვილების საკუთრებაშია 3 მსუბუქი ავტომობილი. ლია ხახულაშვილი ფლობს 2023 წელს 13 000 დოლარად შეძენილ LEXUSI 470-ს. ვასილ ხახულაშვილის საკუთრებაშია 2023 წელს 35 000 დოლარად შეძენილი FORDI PIKAPI და 2024 წელს 46 000 დოლარად შეძენილი LEXUSI 460.

მარნეულის საკრბეულოს კომისიის თავმჯდომარემ, ვასილ ხახულაშვილმა ქონებრივი დეკლარაცია 2025 წლის 28 იანვარს შეავსო.


აღსანიშნავია, რომ თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციები რამდენიმე თვის განმავლობაში არ საჯაროვდებოდა. ანტიკორუფციულ ბიუროში აცხადებდნენ, რომ დეკლარაციების ვებგვერდი 6 თვის განმავლობაში რეკონსტრუქციის გამო იყო ხელმიუწვდომელი და მასზე წვდომა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადების შემდგომ განახლდა.


რა არის ქონებრივი დეკლარაცია და რატომ არის ის მნიშვნელოვანი:

თანამდებობის პირების მიერ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების შევსება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ანტიკორუფციული ინსტრუმენტია. ამ გზით საქართველოში თანამდებობის პირებს ყოველ წელს ევალებათ საკუთარი კავშირების, ინტერესის, ქონებისა და ფინანსების გასაჯაროება. პროცესი ელექტრონულია და შევსებული დეკლარაციები ხელმისაწვდომია სპეციალურ ვებგვერდზე – declaration.acb.gov.ge. საჯაროობას აქვს როგორც პრევენციის მიზანი, რომ თანამდებობა პირადი სარგებლის მისაღებად არ იქნეს გამოყენებული, ისე სხვადასხვა სახის დარღვევების, მაგალითად თანამდებობის პირების უკანონო გამდიდრების გამოვლენის მიზანი. ამრიგად, მნიშვნელოვანია, რომ დეკლარირების სისტემა მუდმივად ვითარდებოდეს და იხვეწებოდეს. - წერია აგამჭვირვალობა საქართველოს ვებ-გვერდზე.

საქართველოში მოქმედი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების საშუალებით გროვდება ინფორმაცია როგორც თანამდებობის პირების კავშირებსა და ინტერესებზე, ისე მათ ქონებასა და ფინანსურ მდგომარეობაზე. მიუხედავად იმისა, რომ დეკლარაციის საშუალებით გასაჯაროებული ინფორმაცია საკმაოდ ვრცელია, იგი არაა სრულყოფილი და, ხშირად, აკლია დეტალიზება, რაც ართულებს მონიტორინგის პროცესს.
რადიო „მარნეული“

რადიო „მარნეული“


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები