მარნეულის მერს ბოლო 4 წელში არც მოძრავი და არც უძრავი ქონება არ შეუძენია - დეკლარაცია
მარნეულის მერს, კენან ომაროვს, ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, 2021
წლის შემდეგ არც მოძრავი და არც უძრავი ქონება არ შეუძენია.
მარნეულის მერმა ახალი ქონებრივი დეკლარაცია 2025 წლის 31 მარტს
შეავსო.
ომაროვის მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მერის
საკუთრებაშია 100 993 კვ.მ მიწის ნაკვეთი მარნეულის მუნიციპალიტეტის
სოფელ საბირკენდში, რომელიც მან 2016 წელს ჩუქებით მიიღო. ომაროვის
საკუთრებაში ასევეა 2021 წელს გამგეობის ცნობის საფუძველზე მღეებული 2
677 კვ.მ მიწის ნაკვეთი სოფელ საბირკენდში.
მარნეულის მერის მეუღლემ სამირა ბალაქიშიევამ 2019 წელს ქალაქ
თბილისში მდებარე 80,7 კვ.მ ბინა 50 000 დოლარად შეიძინა. ბალაქიშიევა
ასევე თანამესაკუთრეა მარნეულიში რუსთაველის ქუჩაზე მდებარე 196 კვ.მ
კომერციული ფართის. კენან ომაროვის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით,
ბალაქიშიევას აღნიშნული ფართი 2017 წელს აჩუქეს. დეკლარაციაში
მჩუქებლის ვინაობა მითითებული არაა.
მარნეულის მერის ქონებრივ დეკლარაციაში მხოლოდ სახელფასო გრაფა
შეიცვალა. დეკლარაციის მიხედვით, მარნეულის მერის თანამდებობაზე
ომაროვმა 2024 წლის განმავლობაში ხელფასის სახით 64 159 ლარი და 20
თეთრი მიიღო.
ქენან ომაროვის მეუღლე, სამირა ბალაქიშიევა, ქონებრივი დეკლარაციის
მიხედვით, 3 სამსახურში მუშაობს. შპს ჯეო ჰოსპიტალსში უმცროსი ექიმის
სტატუსით 2024 წლის განმავლობაში 12 693 ლარი და 55 თეთრი მიიღო.
ბალაქიშიევამ ამავე სამედიცინო დაწესებულებასი, კვლავ უმცროსი ექიმის
თანამდებობაზე ასევე ხელფასის სახით მიიღო 6 186 ლარი და 68 თეთრი.
სამირა ბალაქიშიევა ასევე მუშაობს სპეციალისტის პოზიციაზე სოფელ
საბირკენდის N1 საჯარო სკოლაში, სადაც 2024 წლის განმავლობაში
ხელფასის სახით 6 946 ლარი და 56 თეთრი აიღო.
რა არის ქონებრივი დეკლარაცია და რატომ არის ის მნიშვნელოვანი:
თანამდებობის პირების მიერ ქონებრივი მდგომარეობის
დეკლარაციების შევსება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ანტიკორუფციული
ინსტრუმენტია. ამ გზით საქართველოში თანამდებობის პირებს ყოველ წელს
ევალებათ საკუთარი კავშირების, ინტერესის, ქონებისა და ფინანსების
გასაჯაროება. პროცესი ელექტრონულია და შევსებული დეკლარაციები
ხელმისაწვდომია სპეციალურ ვებგვერდზე – declaration.acb.gov.ge.
საჯაროობას აქვს როგორც პრევენციის მიზანი, რომ თანამდებობა პირადი
სარგებლის მისაღებად არ იქნეს გამოყენებული, ისე სხვადასხვა სახის
დარღვევების, მაგალითად თანამდებობის პირების უკანონო გამდიდრების
გამოვლენის მიზანი. ამრიგად, მნიშვნელოვანია, რომ დეკლარირების
სისტემა მუდმივად ვითარდებოდეს და იხვეწებოდეს. - წერია
აგამჭვირვალობა საქართველოს ვებ-გვერდზე.
საქართველოში მოქმედი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების
საშუალებით გროვდება ინფორმაცია როგორც თანამდებობის პირების
კავშირებსა და ინტერესებზე, ისე მათ ქონებასა და ფინანსურ
მდგომარეობაზე. მიუხედავად იმისა, რომ დეკლარაციის საშუალებით
გასაჯაროებული ინფორმაცია საკმაოდ ვრცელია, იგი არაა სრულყოფილი და,
ხშირად, აკლია დეტალიზება, რაც ართულებს მონიტორინგის პროცესს.
რადიო „მარნეული“
რადიო “მარნეული”