მანეულელი სალომე ხარშილაძე მშვილდოსნობაში საქართველოს თასის ვიცე ჩემპიონია
მანეულელი სალომე ხარშილაძე, მშვილდოსნობაში, საქართველოს თასის ვიცე ჩემპიონია.
28-29 ივნისს ბათუმში, ანგისის მშვილდოსნობის ბაზაზე, საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით და საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს თასის გათამაშების მეორე ეტაპი გაიმართა.

“ტურნირზე წარმატებით იასპარეზა, მარნეულის სპორტული სკოლის მშვილდოსანმა, სალომე ხარშილაძემ (პირადი მწვრთნელი:გიორგი გორდეზიანი) და ვიცე ჩემპიონობა მოიპოვა. შეჯიბრება იყო პირადი და ჩატარდა „კლასიკური მშვილდის“ კატეგორიაში, მსოფლიო ფედერაციის WORLD ARCHERY“ (WA)-ის წესების მიხედვით. “ - განმარტავენ მარნეულის სპორტულ სკოლაში.

სალომე ხარშილაძე მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო თასის გათამაშებაში, რომელიც 2025 წლის 8-13 ივლისს ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში გაიმართება.

ტურნირისთვის მოსამზადებელ ეტაპს სალომე მშვილდოსნობის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში, ბათუმში მიმდინარე საწვრთნელ შეკრებაზე გადის.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები