ბათუმში მარნეულელი არმენ ჰოვანესიანის სპექტაკლი გაიმართება
ბათუმში სპექტაკლი “პლატონი” გაიმართება.
წარმოდგენა, XX საუკუნეში ბათუმში მცხოვრები ცნობილი ექიმისა და
საზოგადო მოღვაწის, პლატონ გიგინეიშვილის ბიოგრაფიულ მოტივებს
ეყრდნობა.
სპექტაკლის რეჟისორი, სცენარის ავტორი და დამდგმელი მხატვარი ,
მარნეულელი არმენ ჰოვანესიანია.
„პლატონი“ კამერული ფორმატით გამოირჩევა და გათვლილია 10 წელზე უფროსი
ასაკის მაყურებელზე.
პრემიერა ბათუმის თეატრის 89-ე სეზონის ფარგლებში გაიმართება.
გარეკანის ფოტო: ბათუმის
თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო
თეატრი