ბოლნისის მერია საქართველოს, ბოლნისის და ევროკავშირის დროშების შეძენას 10 890 ლარად გეგმავს
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ საქართველოს,
ბოლნისისა და ევროკავშირის დროშების შეძენისათვის ტენდერი გამოაცხადა.
სატენდერო წინადადების მიხედვით, ბოლნისის მერია სულ 80 დროშის
შეძენას აპირებს.
ბოლნისის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის მიხედვით,
თვითმმართველობა შეისყიდის 100-150 სმ ზომის 50 საქართველოს, 10
ბოლნისის და 5 ევროკავშირის დროშას. ასევე, იგეგმება 120-180 სმ ზომის
5 საქართველოს, 5 ბოლნისისა და 5 ევროკავშირის დროშის შეძენა.
ბოლნისის მერია გარე გამოყენების 80 დროშის შესყიდვას 10 890 ლარად
გეგმავს. თვითმმართველობის ტენდერში მონაწილეობა კომპანიებს 7-დან 9
ივლისამდე პერიოდში შეეძლებათ. გამარჯვებული ვალდებული იქნება მერიას
დროშიები ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 კალენდარულ დღეში
მიაწოდოს.
რადიო „მარნეული“