წალკის მერია შშმ პირთა სახლის რეაბილიტაციას 162 425 ლარად გეგმავს
წალკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სახლის რეაბილიტაციას გეგმავს. წალკის მერიამ შშმ პირთა სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვისათვის ტენდერი 2 ივლისს გამოაცხადა.

შშმ პირთა სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტის მიხედვით, დაგეგმილია პანდუსის, წინაფარის, ჭიშკრის, ღობისა და ფანჩატურის მოწყობა. ასევე, პროექტის მიხედვით, ტერიტორიაზე განთავსდება ბავშვებისათვის განკუთვნილი სასრიალო საქანელით და აიწონა-დაიწონა.

წალკის მერია შშმ პირთა სახლის რეაბილიტაციას 162 425 ლარად გეგმავს. ტენდერში მონაწილეობის მსურველ კომპანიებს სატენდერო წინადადებების წარდგენა 18-დან 23 ივლისადე პერიოდში შეეძლებათ. სატენდერო წინადადების მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 2025 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდში უნდა შეასრულოს.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები