თეთრიწყაროდან — დავით ბადალაშვილი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულშია
ცნობილია 2025 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეული.
ფინალისტებს შორის არის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ვაჟა-ფშაველას სახელობის სოფელ თონეთის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლებისა და ისტორიის მასწავლებელი — დავით ბადალაშვილი.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო განათლების კოალიციის, განათლების და მეცნიერების სამინისტროს და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. აღნიშნული ინიციატივა საქართველოში უკვე

მეექვსედ ხორციელდება და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია.

ამავე კონკურსში მარნეულელ პედაგოგებს მონაწილეობა წარმატებით არაერთხელ მიუღიათ. 2018 წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულში გავიდა ქალაქ მარნეულის N2 და N5 სკოლის პედაგოგი, თემურ სუყაშვილი. 2019 წელს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდა მარნეულის N2 საჯარო სკოლის მასწავლებელი, გიორგი ჭაუჭიძე, 2021 წელს კი ხუთეულის წევრობა მოიპოვა მარადისის საჯარო სკოლის მასწავლებელმა, ლამარა ბოლქვაძემ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები