მერიამ 8 სოფელში წყლის სარეაბილიტაციო ტენდერები ერთ კომაპანიასთან გააფორმა
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ 2025 წელს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ინფრასტრუქტურული სამუშაოების ექვსი ტენდერი შპს „დაჩი ჯგუფს“ გაუფორმა. კონტრაქტი გაფორმდა გამარტივებული შესყიდვის წესით, რაც იმას ნიშნავს, რომ მერია არ ატარებს ღია კონკურსს და კომპანიას პირდაპირ ირჩევს.

ხელშეკრულებების მიხედვით, „დაჩი ჯგუფმა“ შემდეგი პროექტები უნდა განახორციელოს მარნეულის 8 სოფელში.

• სოფელ მეწამულაში არხისა და სოფელ გიულბაღში სარწყავი არხის სარეაბილიტაციო

სამუშაოები — 37 226,50 ლარი
• სოფელ ზემო სარალში სასმელი წყლის წყაროსა და რეზერვუარის რეაბილიტაცია და სოფელ ჯანხოში სასმელი წყლის ავზის მოწყობა — 42 912,68 ლარი
• სოფელ იმირის სასმელი წყლის შიდა ქსელის რეაბილიტაცია — 55 538,29 ლარი
• სოფელ ხულდარაში სანიაღვრე ღარის მოწყობა — 29 135,50 ლარი
• სოფელ ხიხანში სარწყავი მაგისტრალური მილსადენის მოწყობა — 43 847,99 ლარი
• სოფელ ბაითალოში სარწყავი არხის რეაბილიტაცია — 29 691,50 ლარი

საერთო ჯამში, მერიამ შპს „დაჩი ჯგუფთან“ 238 352,46 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები გააფორმა. აღნიშნული კომპანია დმანისის მუნიციპალიტეტშია რეგისტრირებული.

მუნიციპალიტეტი გამარტივებულ შესყიდვებს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში  მთავრობის განკარგულების საფუძველზე, ხშირად იყენებს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები